12 ადამიანი დაიღუპა ორი გემის ჩაძირვის შედეგად კოლუმბიის სანაპიროსთან. გარდაცვლილებს შორის 7 ბავშვია. პოლიციის ინფორმაციით, მაშველებმა 36 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
კოლუმბიის ხელისუფლების განცხადებით, გემების ჩაძირვის მიზეზი ცნობილი არ არის და მიმდინარეობს გამოძიება. თუმცა ცნობილია ის, რომ გარდაცვლილთაგან არცერთს არ ქონდა სამაშველო ჟილეტი.