მთავარიკუბი66% და 89% - Johnson&Johnson-მა და Novavax-მა კორონავირუსის ვაქცინის კლინიკური ცდების შედეგები...

66% და 89% – Johnson&Johnson-მა და Novavax-მა კორონავირუსის ვაქცინის კლინიკური ცდების შედეგები გამოაქვეყნა

კომპანია Johnson & Johnson-ი აცხადებს, რომ მათ მიერ დამზადებულმა კორონავირუსის ვაქცინამ საერთაშორისო კლინიკურ ცდებში 66%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. დაავადების მძიმე ფორმის პრევენციის თვალსაზრისით კი ეფექტიანობა 85% იყო.  სხვა კომპანიების მიერ წარმოებული ვაქცინებისგან განსხვავებით, ამ კომპანიის ვაქცინა გამორჩეულია იმით, რომ სრული ვაქცინაციისთვის მხოლოდ ერთი დოზაა საჭირო.

ევროკავშირმა Johnson & Johnson-ისგან წინასწარ 100 მილიონი დოზა შეიძინა, გაერთიანებულმა სამეფომ კი ხელშეკრულება 30 მილიონ დოზაზე გააფორმა.

Novavax-ის მიერ გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული კლინიკური ცდების პირველადი შედეგები კი აჩვენებს, რომ ამ ვაქცინის ეფექტიანობა 89 პროცენტია.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მათმა პრეპარატმა ძველი შტამის მიმართ 96%-იანი ეფექტიანობა აჩვენა, გაერთიანებულ სამეფოში გავრცელებული ახალი შტამის მიმართ კი ეს მაჩვენებელი 86% იყო. სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი შტამის მიმართ ვაქცინის ეფექტიანობა უფრო დაბალია.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ გაერთიანებული სამეფოს მარეგულირებელი ორგანო Novavax-ის შედეგების განხილვას დაიწყებს.

ბრიტანეთს კომპანიისგან 60 მილიონი დოზა აქვს შეკვეთილი, ევროკავშირს კი – 100.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend