მთავარისაქართველო"სამართლიანი არჩევნების" განცხადება

“სამართლიანი არჩევნების” განცხადება

ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების “ გამგეობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ  ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ხმების დისბალანსი უბნების 8%-ში გამოვლინდა.  ორგანიზაციის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ოქმებში არსებული ხარვეზების ნაწილი  საარჩევნო ადმინისტრაციამ კენჭისყრის დღის შემდეგ გაასწორა. ორგანიზაციის გამგეობის წევრის, ბაია პატარაიას, თქმით, გამოვლენილი ხარვეზები სამართლებრივი პროცედურების შემდეგ სწორდებოდა. „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელის გადადგომის შემდეგ ეს ორგანიზაციის პირველი განცხადებაა 31 ოქტომბრის კენჭისყრის დღის პროცედურებისა და ხმების პარალელური დათვლის (PVT) მონაცემების შესახებ.

 

 

„სამწუხაროდ, საქართველოში დამკვიდრებულია დისბალანსის გასწორების ძალიან მახინჯი პრაქტიკა, რაც ნიშნავს არა გადათვლის საფუძველზე დისბალანსების აღმოფხვრას, არამედ ახსნა-განმარტებების საფუძველზე ამ ოქმების ცვლილებას, რასაც ჩვენ ვერ მივესალმებით და მიგვაჩნია, რომ ეს პრაქტიკა აუცილებლად უნდა შეიცვალოს“,  – განმარტავს გამგეობის წევრი ბაია პატარაია.

გარდა მეთოდოლოგიისა, ბაია პატარაიამ საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან საჩივრების განხილვის შესახებაც ისაუბრა.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ 160 უბანზე მოითხოვა ხმების გადათვლა, აქედან მხოლოდ 16 უბანი შემოწმდა. სხვა ორგანიზაციებიც ითხოვდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ხმების გადათვლა არ შედგა. ეს ოქმების ჩასწორებისთვის ერთადერთ მართებულ და სამართლიან საფუძვლად ჩაითვლებოდა. ეს პრაქტიკაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს.“

საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართა. არჩევნების მეორე ტური კი 21 ნოემბერს ჩატარდა. სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან ორი ათასზე მეტი საჩივარი დაიწერა  საოლქო საარჩევნო კომისიებში. საჩივრები შევიდა შესაბამის სასამართლოშიც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend