კორონავირუსის პანდემიის პერიოდში დეპრესიული განწყობა სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანის პრობლემა ხდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები COVID-19- ის პარალელურად, მეორე პანდემიად იქცა. განსაკუთრებით მძიმე ვიტარებაა 18-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში.
ბელგიაში ახალგაზრდებისთვის განკუთვნილ ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში COVID-19 შეზღუდვების გამო იზრდება დეპრესიისა და სუიციდის მცდელობის შემთხვევები.
კლინიკებში საწოლების, პერსონალისა და რესურსების ნაკლებობაა.
ზოგიერთმა ახალგაზრდამ შეძლო და კლინიკაში ადგილი იპოვა
გოგო (ანონიმური)
„მე თვითმკვლელობის მცდელობა რამდენჯერმე მქონდა, თუმცა ჩემი 5 წლის დის წყალობით გადავრჩი. დღეს აქ ამიტომ ვარ“
ბიჭი (ანონიმური)
„მე რაგბის ვთამაშობდი, ეს ერთ-ერთი საშუალება იყო, რათა მეგობრებისთვის საკუთარი შესაძლებლობები მეჩვენებინა. ამის გაკეთებაც რომ ვერ შევძელი, საკუთარ თავში გამოვიკეტე და ნერვული შეტევები დამეწყო.“
მხოლოდ ბელგიაში არ იზრდება ფსიქიკური დაავადების შემთხვევები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, მძიმე ფსიქიკური ჯანმრთელობა COVID-19- ის პარალელურად, მეორე პანდემიად იქცა.
ახლა კი ჯანმოს ევროპის ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია მიზნად ისახავს, ყველა ქვეყანას დაეხმაროს.
ჰანს კლუგე- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი
„ფსიქიკური პრობლემები ყველა ადამიანში ვლინდება, მათშიც, ვინც ამ მხრივ რისკს წარმოადგენს და მათშიც, ვისაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა არასდროს შექმნია. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ დაადგინა, რომ პანდემიისას დეპრესიით იტანჯება 18-29 წლამდე ახალგაზრდების ნახევარი და ჯანდაცვის სფეროში მომუშავეთა 20 პროცენტი.“
საფრანგეთის სტუდენტური ცხოვრების დამკვირვებელთა ინფორმაციით, ყოველ მესამე მოსწავლეს ფსიქოლოგიური დისტრესის ნიშნები აქვს.
სწორედ ამ კვირაში საფრანგეთში უნივერსიტეტის სტუდენტებმა და სკოლის პედაგოგებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს. ისინი სწავლისა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ.