მთავარისაქართველოპანდემიისას შინ მიტანის მომსახურება გაიზარდა

პანდემიისას შინ მიტანის მომსახურება გაიზარდა

პანდემიის პერიოდში შინ მიტანის მომსახურებაზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. გამოძახების აპლიკაციებს მომსახურების ახალი ფორმები დაემატა. საკვებთან ერთად, მოთხოვნა სხვადასხვა ნივთისა და წამლების მიტანაზეც გაჩნდა. შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაიზარდა კურიერების რაოდენობაც.

დავით მამიაშვილი კურიერად მას შემდეგ მუშაობს, რაც ქართულ ბაზარზე, ონლაინ მიტანისა და გამოძახების სერვისები გამოჩნდა. მას უკვე სამ წელზე მეტია, მსურველებისათვის შეკვეთები, თავისი მოპედით დააქვს.  პანდემიის პერიოდში შინ მიტანის მომსახურებაზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა.

მიტანის სერვისი

„ცვლილებები  ნამდვილად არის. პანდემიამდე ამდენი ხალხი არ უკვეთავდა, საქართველოში არსებულ კომპანიებს. პანდემიის დროს არამარტო საკვების მიტანაზე გაიზარდა მოთხოვნა, არამედ სხვადასხვა მაღაზიიდან განმოწერილ ნივთზე თუ წამლებზე”, – თქვა დავითმა.

შეკვეთების გაიზრდილ რაოდენობასთან ერთად გაიზარდა კურიერების რიცხვიც. შესაბამისად, პანდემიის პერიოდში ბევრმა უმუშევარმა შეძლო დასაქმება. ახლა მათ ალტერნატიური სამუშაო და შემოსავლის წყარო იშოვეს, თუმცა ამ საქმეს, საფრთხეც დაემატა, რადგან კურიერებს ხალხთან უშუალო ურთიერთიბა უწევთ.

კომპანია Wolt-ის გენერალური მენეჯერის ნატალია ხიზანიშვილის განცხადებით მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ კურიერები და პარტნიორი ობიექტები წესებს იცავდნენ.

„მათთან მუდმივ კავშირში ვართ. სავალდებულოა პირბადის ტარება, დეზინფექციის ნორმებისა და დისტანციის დაცვა. ასევე გვაქვს დისტანციურად მომსახურების შესაძლებლობაც, რაც შეკვეთის მომხმარებლის კარებთან დატოვებას გულისხმობს“, –  განაცხადა ნატალიამ.

დავით მამიაშვილს მიაჩნია, რომ უსაფრთხოების წესების დაცვა პირველ რიგში მათი პასუხისმგებლობაა. ამბობს, რომ ასევე, კომპანიები კურიერებს სადენზიფექციო ხსნარითა და პირბადეებით ამარაგებენ, შესაბამისად დათო თავს უსაფრთხოდ გრძნობს.

დავით მამიაშვილი კი ამბობს რომ კურიერები პანდმეიამდეც ნიღბებით დავდიოდნენ, განსაკუთრებით კი ისინი ვინც მოპედით გადავადგილდებიან.

„ახლა უფრო განსაკუთრებულად ვიცავთ თავს, რომ ავარიდოთ ამ ვირუსს თავი. რაც შეეხება უკონტაქტო მომსახურებას, უმრავლესობას ურჩევნია რომ შეკვეთა კარებთან დავუტოვოთ. ზოგი სკამს დგამს ხოლმე გარეთ,  დეზინფექციას უტარებენ წინასწარ და ურჩევნიათ იქ ვაუტოვოთ“, – თქვა კურიერმა.

პანდემიამ უამრავი რამ შეაჩერა დაწყების დღიდან… მიტანის სერვისი კი გამონაკლისი გამოდგა.

თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend