მთავარიკუბიფეისბუკი მომხმარებლებს სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს აღარ შესთავაზებს

ფეისბუკი მომხმარებლებს სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს აღარ შესთავაზებს

ფეისბუკის საინფორმაციო გვერდზე თანდათანობით შემცირდება პოლიტიკური შინაარსის შემცველი „კონტენტის“ რაოდენობა. ამის შესახებ სოციალური ქსელის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა.

მისი თქმით, მომხმარებლებს აღარ სურთ მუდმივად პოლიტიკური დავების შესახებ ინფორმაციის მიღება. ფეისბუკის მიზანი სოციალურ ქსელში საზოგადოების გაერთიანებაა და არა განსხვავებული პოზიციების გამო მისი გახლეჩა.  ცუკერბერგი აღნიშნავს, რომ კომპანია აღარ გაუწევს რეკომენდაციას იმ ჯგუფებს, რომლებიც  პოლიტიკური საკითხებით არიან დაინტერესებული.

 
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ამ ჯგუფების საქმიანობა დროებით შეჩერდა და ალგორითმიც შეიცვალა. თუმცა ახლა ფეისბუკის ხელმძღვანელობა აპირებს, რომ ეს შეზღუდვა გასცდეს ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებს და მთელი მსოფლიოს მასშტაბით შემცირდეს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოლიტიკური შინაარსის შემცველი ინფორმაცია.

ცუკერბერგი წერს, რომ ბევრი ჯგუფი ფეისბუკს დეზინფორმაციისა და სიძულვილის მოედნად იყენებს. მისი თქმით,  სწორედ ეს იყო  6 იანვარს აშშ-ის კაპიტოლიუმზე განხორციელებული შტურმის ერთ-ერთი მიზეზი.

როგორ გადაწყვეტენ ამ საკითხს, მარკ ცუკერბერგს არ დაუზუსტებია, არც იმასთან დაკავშირებით გაუკეთებია განმარტება, თუ რა იგულისხმება პოლიტიკური შინაარსის ჯგუფებსა და პოსტებში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend