მთავარიCOVID-19ერთი ექთნის ამბავი "როდესაც პირველი კოვიდპაციენტი მოიყვანეს, ვიფიქრე, რომ ყველაფერი დამთავრდა"

ერთი ექთნის ამბავი “როდესაც პირველი კოვიდპაციენტი მოიყვანეს, ვიფიქრე, რომ ყველაფერი დამთავრდა”

55 წლის ლელა თელია უკვე 30 წელზე მეტია ექთნად მუშაობს. ბოლო 10 თვეა ყოველდღიურად კოვიდპაციენტებზე ზრუნვის გარდა, დაახლოებით 50-60 თანამშრომელს კორონავირუსზე ტესტირებას უტარებს.

„როდესაც საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურება გავიგე, ეს იყო თებერვალში, მარტში კი უკვე პირველი კოვიდპაციენტიც მოიყვანეს. არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი. თითქოს შიშმა ამიტანა. მახსოვს პირველად რომ შევედი პაციენტთან, მისი გვარიც მახსოვს, ბინდი გადამეკრა თვალებზე და ვიფიქრე, რომ ყველაფერი დამთავრდა. მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ახლა უკვე შიშს ვეღარ ვგრძნობ.

 
პანდემიამ ძალიან შეცვალა ჩემი ცხოვრება. ფაქტობრივად ჩვენი ცხოვრება აღარ გვაქვს, მხოლოდ სახლი და სამსახური. ვერიდებით კონტაქტს, ვიცავთ დისტანციას. მაგალითად როცა ახლობელს ვხვდები ბუნებრივია გვინდა მოვიკითხოთ, გადავკოცნოთ, მოვეხვიოთ, მაგრამ პანდემიის დროს ასე არ ხდება. ვიცავთ დისტანციას, ვართ პირბადით და არც ვიცით როგორ მოვიქცეთ.“ ლელა თელია, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის მთავარი ექთანი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend