მთავარიმსოფლიოალექსეი ნავალნი იზოლატორიდან მიმართვას ავრცელებს

ალექსეი ნავალნი იზოლატორიდან მიმართვას ავრცელებს

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მხარდამჭერებს საპროტესტო გამოსვლების გაგრძელებისკენ მოუწოდებს ამის შესახებ ნათქვამია მის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში.

,,მივესალმები და ვეხვევი ყველას, ვინც გაიაზრა ეს მარტივი მათემატიკა და შაბათს ქუჩაში გამოვიდა, გაიხსენა თავისი უფლებები და დაივიწყა შიში.

გააგრძელთ გამოსვლა, ნურაფრის გეშინიათ. არავის უნდა იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც მეფობს განუკითხაობა და კორუფცია. ჩვენს მხარესაა უმრავლესობა, მოდი გავაღვიძოთ ის” – წერს ალექსეი ნავალნი მიმართვის წერილში.

ოპოზიციონერის თქმით, ვლადიმერ პუტინის სასახლის შესახებ მისი გუნდის საგამოძიებო ფილმს უკვე 100 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ნავალნის თქმით, მაყურებელთა ორი პროცენტის ქუჩაში გამოსვლაც კი საკმარისი იქნება ხელისუფლების გონზე მოსაყვანად.

28 იანვარს მოსკოვის საოლქო სასამართლომ ალექსეი ნავალნი პატიმრობაში დატოვა და ძალაში დატოვა ხიმკინსკის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც რუს ოპოზიციის ლიდერს 15 თებერვლამდე მოუწევს ციხეში ყოფნა.

ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად საპროტესტო აქციები რუსეთის ქალაქებში 31 იანვარს არის დაგეგმილი. 23 იანვარს ჩატარებული დემონსტრაციები კი მასობრივი დაპატიმრებებით დასრულდა. 27 იანვარს ნავალნის ძმა და თანამოაზრეები სახლების და სამუშაო ადგილების ჩხრეკის შემდეგ  კორონავირუსის შეზღუდვების დარღვევის ბრალდებით დააკავეს.

 

 

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend