მთავარისპორტიალბანეთში ერთადერთი ქალი მოკრივე ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება

ალბანეთში ერთადერთი ქალი მოკრივე ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება

ქვეყანაში არსებული სტერიოტიპების მიუხედავად, ელსიდიტა სელაჯმა სპორტის საყვარელი საქმიანობა არ მიატოვა და ალბანეთის პირველი მოკრივე ქალი გახდა.

15 წლის ასაკში ელსიდიტა სელაჯმა მოკრივეობა გადაწყვიტა. თავისი სიჯიუტით მან ოჯახის წინააღმდეგობაც გადალახა, სექსისტური სტერიოტიპებიც გაარღვია და ალბანეთის პირველი და ერთადერთი ქალი მოკრივე გახდა.

„თავიდან ვერ წარმომედგინა მოკრივე თუ გამოვიდოდი. მაგრამ მიღწეული შედეგებითა და ჩემი თავდადებით, მივხვდი, რომ ეს შესაძლებელია. კრივი მთლიანად მე მეკუთვნის,“ თქვა ელსიდიტა სელაჯმა

მიუხედავად ალბანეთში არსებული სტერიოტიპებისა, ელსიდიტას ოჯახი უჭერს მხარს. ელსიდიტას ბებიას, შვილილიშვილისთვის სხვა პროფესია უნდოდა.

„არ მინდოდა, ელსიდიტა ალბანეთში მოკრივე ყოფილიყო, რადგან აქ გარკვეული სტერიოტიპები არსებობს. თუმცა მას შემდეგ, რაც მედლები დაიმსახურა, მინდა, რომ ამ სპორტს გაჰყვეს,“ თქვა ელსიდიტას ბებიამ კიმეტემ.

ელსიდიტას მიზანი ახლა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაა, თუმცა მას გაზაფხულზე, ფინანსური დაბრკოლების გარდა, რთული საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვა მოუწევს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend