მთავარიCOVID-19სერბეთში ჩინური ვაქცინით მოსახლეობის 4 პროცენტი უკვე აიცრა

სერბეთში ჩინური ვაქცინით მოსახლეობის 4 პროცენტი უკვე აიცრა

ვაქცინაცია სწრაფი ტემპით მიმდინარეობს სერბეთში. ქვეყანამ ჩინეთისგან „სინოფარმის“ ვაქცინის ერთი მილიონი დოზა მიიღო. მოსახლეობის 4 პროცენტს ვაქცინა უკვე გაუკეთდა. სერბეთის პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, ქვეყანამ ჩინეთს მას შემდეგ მიმართა, რაც ევროპამ მათ დახმარებაზე უარი თქვა.

ბელგრადში დროებით მოწყობილ სამედიცინო ცენტრთან დიდი რიგებია. სერბეთში ვაქცინაციის პროგრამა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ქვეყანამ ჩინეთისგან ვაქცინის 1 მილიონი დოზა მიიღო.

„უკვე გავიკეთე ვაქცინა. თავს კარგად ვგრძნობ, რადგან შემიძლია ჩვეულებრივ ცხოვრებას დავუბრუნდე.  ჩემთვის სულერთი იყო, რომელ ვაქცინას გამიკეთებდნენ. მიხარია, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე.“ – აცხადებს სამედიცინო ცენტრიდან გამოსული ქალი.

ჩინეთში წარმოებული „სინოფარმის“ ვაქცინა ფართოდ გამოიყენება არაბთა გაერთიანებულ ემირატებშიც. ვაქცინამ იქ ეფექტიანობის 86 პროცენტი აჩვენა. სერბეთში ადამიანების 4 პროცენტზე მეტი უკვე აიცრა. ამ მაჩვენებლით სერბეთი ევროპაში  მეორე ადგილზეა გაერთიანებული სამეფოს შემდეგ.

ბოლო დროს სერბეთი და ჩინეთი განსაკუთრებით დაახლოვდნენ. პეკინში აცხადებენ, რომ სერბეთი ჩინეთის მიერ დაგეგმილი „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ სავაჭრო ქსელის რეგიონული ცენტრი შეიძლება გახდეს.

„სინოფარმას“ ვაქცინის კრიტიკოსები ამბობენ, რომ პრეპარატს არ გაუვლია შემოწმების მესამე ფაზა. სერბეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანას სხვა არჩევანი არ ჰქონდა.

„ეს პანდემია ტიტანიკისა და აისბერგის ისტორიას ჰგავს. ის, ვინც მდიდარია, ცდილობს, რომ მხოლოდ თვითონ გადარჩეს. ისინი თავიანთი ძვირადღირებული ნავებით გარბიან და სერბეთის მსგავს ქვეყნებს დასახრჩობად იმეტებენ. შეიძლება ამას განზრახ არ აკეთებენ, თუმცა ეს საკითხი დიდად არ ანაღვლებთ.“ – აცხადებს სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი.

სერბეთმა „ფაიზერის“ მიერ წარმოებული 10 ათასი ვაქცინაც მიიღო, თუმცა ვუჩიჩმა განაცხადა, რომ იგი ჩინურ ვაქცინას გაიკეთებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend