მთავარიკუბირას ფიქრობენ კლიმატის ცვლილებაზე - ყველაზე მასშტაბური კვლევის შედეგები

რას ფიქრობენ კლიმატის ცვლილებაზე – ყველაზე მასშტაბური კვლევის შედეგები

გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში კლიმატის ცვლილების საკითხთან დაკავშირებით მასშტაბური კვლევა ჩატარდა. გამოკითხვა 17 ენაზე 50 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობა მილიონ ორასი ათასმა ადამიანმა მიიღო.

გამოკითხვას, რომელიც კლიმატის ცვლილებასა და შესაბამისი პოლიტიკის შემუშავებას ეხებოდა, მობილური თამაშის სახე ჰქონდა.

 

 

კვლევამ აჩვენა, რომ ხალხს სურს ცვლილებები ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: ტყეების კონსერვაცია, განახლებადი ენერგიის გამოყენება, მწვანე ბიზნესი და ისეთი სოფლის მეურნეობა, რომელიც გავლენას არ იქონიებს კლიმატის ცვლილებებზე.

მსოფლიოს მასშტაბით, გამოკითხულთა 64 პროცენტი, მათ შორის ქართველ მონაწილეთა 68%, აცხადებდა, რომ კლიმატის ცვლილება გლობალური კატასტროფაა.

გამოკითხვა 2020 წლის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა, კვლევის შედეგები კი ოქსფორდის უნივერსიტეტმა დაამუშავა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend