მთავარიმსოფლიოპოლონეთში აბორტის ახალ კანონს აპროტესტებენ

პოლონეთში აბორტის ახალ კანონს აპროტესტებენ

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში საპროტესტო აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეები აბორტთან დაკავშირებული ახალი კანონის ძალაში შესვლას აპროტესტებენ.

ვარშავის ქუჩებში საპროტესტო აქცია გაიმართა. ქუჩაში გამოსული დემონსტრანტები აბორტთან დაკავშირებული ახალი კანონის ძალაში შესვლას აპროტესტებენ. კანონის მიხედვით, აბორტის გაკეთება ქალს ეკრძალება, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ნაყოფის დატოვებით დედის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ან ქალი გააუპატიურეს ან იგი ინცესტის მსხვერპლია.

 



კანონი პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ოქტომბერში დაამტკიცა, რასაც ქვეყნის მასშტაბით მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა. კანონის მიხედვით, აბორტი იკრძალება იმ შემთხვევაშიც, თუ ნაყოფს თანდაყოლილი ანომალია აქვს.

ოპონენტები მმართველ პარტიას კანონის დამტკიცებისას სასამართლოზე ზეწოლაში ადამანაშაულებენ. თუმცა მმართველი პარტიის ლიდერები ამ ბრალდებას უარყოფენ.

პოლონეთი კათოლიკური ქვეყანაა, სადაც ახალი კანონის დამტკიცებამდეც მოქმედებდა უმკაცრესი კანონები აბორტთან დაკავშირებით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend