კლიმატის პრობლემების გადასაჭრელად პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ახალ ბრძანებას.
ბრძანების მიზანი ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის ემისიის შემცირება და ქარის ენერგიის წარმოების გაორმაგებაა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მოსაზრებით კლიმატის კრიზისის მოგვარებას უკვე დიდი ხანია ელოდება.
„მეტის მოცდა აღარ შეიძლება და ამას კარგად ვხედავთ. დროა, რომ ვიმოქმედოთ. როგორც კოვიდთან ბრძოლაში გვჭირდება ერთიანობა, ასევე უნდა გავერთიანდეთ კლიმატის კრიზისის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ ეს კრიზისი მართლა არსებობს. ამ ბრძოლაში მისაბაძები უნდა ვიყოთ,” განაცხადა პრეზიდენტმა.
ბაიდენმა სამ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომელთა მიხედვითაც, მომდევნო 10 წლის განმავლობაში ქვეყნის მიწებისა და ოკეანეების 30 პროცენტის კონსერვაცია უნდა მოხდეს, ხოლო ფლოტში არსებული ნებისმიერი ტრანსპორტი ელექტრო ძრავზე გადავიდეს.
ბაიდენის ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი კლიმატური პრობლემებია. ადმინისტრაცია მიზნად ისახავას ნავთობისა და სხვა წიაღისეული საწვავების სუბსიდირებას. ასევე სახელმწიფო მიწებსა და წყლებში ნავთობისა და გაზის მოპოვების ნებართვების გაცემის შეჩერებას.
ამავდროულად, ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები შიდა ტერორიზმის შესაძლო საფრთხეზე საუბრობენ.
როგორც უსაფრთხოების დეპარტამენტში აცხადებენ, ტრამპის მომხრეების მიერ კაპიტოლიუმზე ბოლოდროინდელმა თავდასხმამ, შესაძლოა, გარკვეული ექტრემისტები წააქეზოს.
მაგრამ დეპარტამენტს კონკრეტულ გეგმასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია.