მთავარი COVID-19 კორონავირუსის ახალი სახეობა მსოფლიოს სულ მცირე 70 ქვეყანაშია გავრცელებული

კორონავირუსის ახალი სახეობა მსოფლიოს სულ მცირე 70 ქვეყანაშია გავრცელებული

კორონავირუსის ახალი სახეობა, რომელიც პირველად დიდ ბრიტანეთში გამოვლინდა, უკვე მსოფლიოს სულ მცირე 70 ქვეყანაშია დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშში კიდევ ათი ქვეყანაა დამატებული, სადაც ვირუსის ახალი შტამი გამოვლინდა. ეს ქვეყნებია: აშშ, რუსეთი, კანადა, ბრაზილია, ჩინეთი, ავსტრალია, ირანი, მექსიკა, არგენტინა, პერუ.

ჯანმოს მონაცემების მიხედვით, ვირუსის ახალი ვარიანტის შემთხვევების რაოდენობა მცირდება დიდ ბრიტანეთში, დანიაში, ირლანდიასა და ნიდერლანდებში.

რაც შეეხება ვირუსის სხვა შტამებს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის​ მონაცემებით, ვირუსის ის სახეობა, რომელიც პირველად სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა, 31 ქვეყანაშია დადასტურებული.

 

უახლესი

სხვა ამბები

კორონავირუსიკორონავირუსი
Send this to a friend