მთავარი მსოფლიო 29 იანვრიდან პორტუგალია ბრაზილიასთან საჰაერო მიმოსვლას აჩერებს

29 იანვრიდან პორტუგალია ბრაზილიასთან საჰაერო მიმოსვლას აჩერებს

კორონავირუსის ახალი სახეობების გამოვლენის გამო პორტუგალია ბრაზილიასთან 29 იანვრიდან საჰაერო მიმოსვლას აჩერებს.

პორტუგალიის მთავრობის ოფიციალური განცხადების მიხედვით, ახალი რეგულაციის მიზანი კორონავირუსის ახალი სახეობების გავრცელების შეჩერებაა.

„მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩეროს ფრენები ბრაზილიიდან და ბრაზილიის მიმართულებით პორტუგალიაში SARS-CoV-2 ვირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდისა და ვირუსის ახალი სახეობების გამოვლენის გამო“, – ნათქვამია პორტუგალიის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბრაზილიასთან და დიდ ბრიტანეთთან საჰაერო მიმოსვლის შეჩერება, სულ მცირე, 14 თებერვლამდე დარჩება ძალაში. შეზღუდვა ყველა კომერციულ და კერძო ფრენას ეხება, გამონაკლისია ჰუმანიტარული მიზნის მქონე ფრენები.

უახლესი

სხვა ამბები

პორტუგალიაპორტუგალია