მთავარიCOVID-19ვაქცინაცია ღარიბ ქვეყნებში - ახალი გამოწვევა მსოფლიოსთვის

ვაქცინაცია ღარიბ ქვეყნებში – ახალი გამოწვევა მსოფლიოსთვის

კოვიდ-19ის საწინააღმდეგო ვაქცინების სწრაფი შექმნა მეცნიერების უდიდესი წარმატება იყო. ახლა მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშე დგას. შესაძლოა, ღარიბი ქვეყნები დაიჩაგრონ და ქვეყნებს შორის დოზები არათანაბრად გადანაწილდეს.  პროექტი კოვაქსი, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და გლობალური ვაქცინების ალიანსის ხელმძღვანელობით შეიქმნა, მიზნად ისახავს, ვაქცინის დოზები ქვეყნებს შორის სამართლიანად გადანაწილდეს და ღარიბ ქვეყნებს ვაქცინაზე წვდომა ჰქონდეთ.

გლობალური ვაქცინების ალიანსი „კოვაქსი“ ღარიბი და განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად შეიქმნა.

სამხრეთ აფრიკა “ასტრაზენეკას” ვაქცინის თითო დოზაში 4 ევროსა და 32 ცენტს იხდის, რაც 2.5-ჯერ იაფია ევროპის ფასთან შედარებით.

„კოვაქსი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ვაქცინების გლობალური ალიანსის ინიციატივაა, სადაც ქვეყნებების მთავრობები და გეითსიც ფონდიც არის ჩართული. ამ დროისთვის მათ მიიღეს 1.65 მილიარდი ევროს დაფინანსება. ყველაზე დიდი დონორები დიდი ბრიტანეთისა და კანადის მთავრობები არიან. ევროკავშირმა 96 მილიონი ევროს დონაცია გააკეთა. ჯამში სულ 22 დონორია.

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, ამერიკა კოვაქსისთვის 3.3 მილიარდ ევროს გამოჰყოოფს.

5 სხვადასხვა მიმწოდებლისგან 2 მილიარდი დოზის შესაძენად კოვაქსმა 29 მილიონი ევრო გადაიხადა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ქვეყნებს აფრთხილებს, რომ 2021 წლის ბოლომდე 92 ქვეყანამ ვაქცინის ყველა შეძენილი დოზა გამოიყენოს.

„ქვეყნებსა და კომპანიებს შორის გარიგებები კოვაქსის დაპირებას საფრთხის ქვეშ აყენებს. უკვე მინიმუმ 56 გარიგებას მოეწერა ხელი. ეს შესაბამისად ქვეყნებს შორის კონკურენციასა და ვაქცინის ფასებს გაზრდის.“ – ამბობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი.

ევროკავშირის ქვეყნები კი ცდილობენ, რომ დასახული მიზანი შეასრულონ და ზაფხულამდე მოსახლეობის 70% აცრან.

მთავრობები კი, ვინც ვაქცინა დააფინანსა, პირველ რიგში საკუთარი ქვეყნის მოსახლეობაზე ზრუნავენ.

„კოვაქსის პლატფორმის კოლონიალისტად აღწერა, თითქოს ჩვენ ღარიბ ქვეყნებს პატარა ნატეხებს ვაძლევთ, რეალური სამყაროს ძალიან გულუბრყვილო აღწერა მგონია. იმიტომ, რომ არ არსებობს ამ ყველაფრის ალტერნატივა. სხვა შემთხვევაში ამ ქვეყნებს არ შეეძლებათ ვაქცინების დროულად მიღება.“ – განაცხადა გერმანიის მარშალის ფონდის თანამშრომელმა ჯეიკობ კიკრეგორმა.

კოლექტიური იმუნიტატის გამოსამუშავებლად მოსახლეობის მინიმუმ 70% უნდა აიცრას. საუკეთესო შემთხვევაში, კოვაქცი მოსახლეობის ერთ მერვედს დაეხმარება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend