მთავარი მსოფლიო მსოფლიო ლიდერი - ისრაელში მოსახლეობის 45%-ს ვაქცინა უკვე გაუკეთდა

მსოფლიო ლიდერი – ისრაელში მოსახლეობის 45%-ს ვაქცინა უკვე გაუკეთდა

ისრაელში 16 წელს გადაცილებული მოქალაქეების 45%-მა უკვე მიიღო „ფაიზერისა“ და „ბიოენტექის“ ვაქცინის პირველი დოზა.

ამ მხრივ ისრაელი პირველი ქვეყანაა, რომელშიც უკვე მასობრივად დაიწყეს ვაქცინაცია. ისრაელის ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების თქმით,  შედეგიც სახეზეა.

ქვეყანამ ვაქცინაცია 20 დეკემბრიდან დაიწყო და სრული კურსი, ანუ ორჯერ აცრა, მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა.

ინფორმაციის მოძიება ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილ  მონაცემთა ბაზაშია შესაძლებელი.  სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი ადამიანი ისრაელში აიცრა, შემდეგ არის არაბთა გაერთიანებული საამიროები, დაახლოებით 27%-ით, შემდეგ კი  – დიდი ბრიტანეთი, ბაჰრეინი და ამერიკის შეერთებული შტატები, რომელთა მოსახლეობის 10%-ს ჩაუტარდა ვაქცინაცია.

 

 

7 იანვარს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მან შეთანხმება გააფორმა კომპანია „ფაიზერთან“, რომ 2021 წლის მარტის ბოლოს 16 წელს გადაცილებულ ისრაელის  ყველა მოქალაქეს მიღებული ექნებოდა ვაქცინა. შეთანხმების საფუძველზე, ისრაელი „ქვეყნის სწრაფი ვაქცინაციის საერთაშორისო მოდელი“ იქნება და „ფაიზერს“ მიაწოდებს სამედიცნო მონაცემებს ვაქცინაციასთან დაკავშირებით.

ახლახან, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ და ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა სამედიცნო ორგანიზაცია „მაკაბიმ“ გამოაქვეყნეს  პირველი კვლევა ვაქცინაციის სრული კურსის გავლის თაობაზე. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან ერთი კვირის შემდეგ 438 ათასი ისრაელელიდან, მხოლოდ 63 ადამიანი დაინფიცირდა. ორგანიზაცია „მაკაბის“ ცნობით კი, სრული კურსის გავლიდან ერთი კვირის შემდეგ 128 ათასი ადამიანიდან ვირუსი მხოლოდ 20-ს დაუდასტურდა.

უახლესი

სხვა ამბები

ვაქცინავაქცინა
Send this to a friend