მთავარი სპორტი ინტერმა დერბი დელა მადონინა მოიგო

ინტერმა დერბი დელა მადონინა მოიგო

იტალიის თასის მეოთხედფინალში ერთმანეთს თანამოქალაქეები „ინტერი“ და „მილანი“ დაუპირისპირდნენ. დერბი დელა მადონინა „ინტერის“ გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

შეხვედრა საინტერესო, დაძაბული და დრამატული გამოდგა. ანგარიში 31-ე წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გახსნა. ტაიმის მიწურულს ერთმანეთს რომელუ ლუკაკუ და ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაუპირისპირდნენ, შედეგად მათ ყვითელი ბარათი დაიმსახურეს.

მეორე ტაიმის დასაწყისში იბრაჰიმოვიჩმა მეორე ყვითელი ბარათი დაიმსახურა და მინდორი დატოვა.

10 მოთამაშით დარჩენილმა „მილანმა“ შეხვედრა დათმო. ანგარიში ლუკაკუმ ზუსტად შესრულებული პენალტით 71-ე წუთზე გაათანაბრა.

გადამწყვეტი გოლი კრისტიან ერიკსენმა შეხვედრის ბოლოს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანა. გამოცდილმა დანიელმა ნახევარმცველმა ჯარიმა შესანიშნავად შეასრულა და ანტონიო კონტეს გუნდს ნახევარფინალის საგზური მოუპოვა.

უახლესი

სხვა ამბები

დერბი დელა მადონინადერბი დელა მადონინა