მთავარი COVID-19 გერმანიაში მომდევნო კვირიდან რესპირატორული ნიღბის ტარება სავალდებულო ხდება

გერმანიაში მომდევნო კვირიდან რესპირატორული ნიღბის ტარება სავალდებულო ხდება

გერმანიაში მომდევნო კვირიდან სავალდებულო ხდება რესპირატორული ნიღბების ტარება, რომელიც გაცილებით ეფექტიანად იცავს ადამიანებს ვირუსისგან. ამდენად, მოქალაქეები, სურვილისამებრ, არასამედიცინო პირბადის გამოყენებას მხოლოდ მიმდინარე კვირის ბოლომდე შეძლებენ. მიუხედავად იმისა, რომ პანდემია არაერთ ბიზნესზე უარყოფითად აისახა, მან, ამავე დროს, ახალი შესაძლებლობები გააჩინა იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც რთულ სიტუაციაში გამოსავლის მოძებნა შეძლეს.

ვინ იფიქრებდა წელიწად-ნახევრის წინ, რომ სახის ნიღბები იქნებოდა ბიზნესის ახალი შესაძლებლობა? პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა მათ შორის დამწყები ბიზნესებისთვისაც.

პირბადეების წარმოება წარმატებული ბიზნესი აღმოჩნდა გერმანელი მატატი ერდინკისთვისაც, რომლის საწარმოშიც 70 თანამშრომელია დასაქმებული და კვირაში 5-ჯერ, ორ ცვლაში 8 საათის განმავლობაში მუშაობენ. საწარმოს ხელმძღვანელები გეგმავენ წარმოების გაფართოვებას და 24 საათიან მუშაობას, რათა შეძლონ 250,000 სამედიცინო პირბადის დამზადება.

გერმანიაში მიღებული ახალი რეგულაციის მიხედვით, კიდევ უფრო გაიზრდება მოთხოვნდა პირბადეებზე, რაც ნიშნავს იმას, პირბადეების წარმოების უზარმაზარი ბაზარი კიდევ უფრო გაიზარდება.

უახლესი

სხვა ამბები

გერმანიაგერმანია
Send this to a friend