დღეს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეა. გერმანიაში აროლსენის არქივში დაცული ჰოლოკსტის მსხვერპლთა მონაცემებით ციფრული მემორიალის შექმნის იდეა გაჩნდა.. “თითოეული სახელი მნიშვნელოვანია” ასე ასათაურებენ ინიციატივას პროექტის ავტორები. პროექტი ნაცისტური რეჟიმის მსხვერპლთა ისტორიების ციფრულ სივრცეში გადატანას გულისხმობს.
ათასობით სახელი კედელზე საფრანგეთისა და გერმანიის მეგობრობის სიმბოლოა.
ყველა სახელს გარკვეული ამბავი უკავშირდება. ეს იმ ადამიანების სახელებია, რომლებიც ნაცისტურ რეჟიმს ემსხვერპლნენ.
ებრაელები, განსხვავებული ორიენტაციის პირები, სინტები, ბოშები და პოლიტიკური ოპოზიცია – ყველა ჰოლოკოსტს შეეწირა.
მონიკა გრუტერსი- კულტურისა და მედიის კომისარიის წარმომადგენელი
ყველაფერი იცვლება, შესაბამისად ისიც, რისი თქმა შეგვიძლია და რისი არა. ჩვენ უფრო მეტად ვხედავთ სიძულვილით. ეს არა მხოლოდ სოციალურ ქსელებსა და ციფრულ სამყაროში შეინიშნება, არამედ ამ ქუჩებშიც. უბრალოდ უნდა დავფიქრდეთ იმ თავდასხმაზე, რომელიც ჰანაუსა და ჰალეში მოხდა. ამიტომ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, თუ სად მივყავართ სიძულვილსა და წაქეზებას, ანტისემიტიზმსა და წყენას? რა თქმა უნდა, ჰოლოკოსტისკენ
მემორიალი მხოლოდ დასაწყისია დიდი პროცესისა, რომელიც ყველა სახელისა და დოკუმენტის გაციფრულებას გულისხმობს.
ფლორიან აზულაი- „აროლსენის არქივის“ დირექტორი
ინიციატივა „თითოეული სახელი მნიშვნელოვანია“ ადამიანთა მოგონების ახალი კულტურაა, უფრო სწორად ახალი გზა. ყველას შეუძლია, შეაგროვოს მონაცემები მსხვერპლის შესახებ, ამის შემდეგ ისინი ამ პიროვნებას და მის ბედს უფრო კარგად შეიცნობენ.
ინტერნეტით სწრაფი რეგისტრაცია საშუალებას აძლევს ყველას, დაეხმაროს აროლსენის არქივს მილიონობით დოკუმენტაციის ციფრულ ვერსიად ქცევაში.
მონაცემებს შორის ერთ-ერთი მსხვერპლის ელენე რეინის პატიმრის ბარათი აღმოჩნდა.ის უნგრეთში – 1901 წლის 1 ოქტომბერს დაიბადა. სამი შვილის დედა და უნგრელი ებრაელი 1944 წლის 14 ივნისს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში შეიყვანეს და იმავე წელს ბუხენვალდში გადაასვენეს.
ანა მარი დესკოტესი – საფრანგეთის ელჩი გერმანიაში
„გუშინ შევძელი ქალების, ფრანგი ქალების სახელებისა და მონაცემების ჩაწერა. ეს ქალები ცხოვრობდნენ იმავე ქალაქში, სადაც მე დავიბადე. თქვენ საკუთარ თავს ჰკითხავთ: რა მოხდა? რა ამბავია ამ ადამიანის უკან? ამიტომ ეს კარგი პროექტია. იგი ყველას მოუწოდებს. ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მიიღოს მონაწილეობა და იპოვოს უფრო დიდ ამბავში შესაღწევი გზა.“
ჰოლოკოსტს გადარჩენილები ყოველწლირად ჰყვებიან თავიანთ ამბებს.
ციფრულ ეპოქაში პროექტში “ყველა სახელი ითვლება“ იმედოვნებენ, რომ ამ ინიციატივის წყალობით გერმანიასთან დაკავშირებული ამბები დავიწყებას არასოდეს მიეცემა. ასე რომ, ყველა სახელი, ყველა ადამიანი, ყოველი მსხვერპლი უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ რიცხვი.