მთავარი კულტურა ევროპაში პანდემიამ სახელოვნებო და მუსიკალური სფერო ავიაციის შემდეგ ყველაზე მეტად დააზარალა

ევროპაში პანდემიამ სახელოვნებო და მუსიკალური სფერო ავიაციის შემდეგ ყველაზე მეტად დააზარალა

ევროპაში პანდემიამ სახელოვნებო და მუსიკალური სფერო ავიაციის შემდეგ ყველაზე მეტად დააზარალა. საკონსულტაციო კომპანიის „ერნსტი და იანგის“ ანგარიშის მიხედვით ხელოვნების სექტორის შემოსავლები მკვეთრად შემცირდა. 2019 წელს კულტურის სექტორმა ევროკაშირს 9 მილიარდი ევრო მოუტანა. ანგარიშის ავტორი ორგანიზაცია ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს, მოძიონ თანხები და დაეხმარონ კერძო სექტორს.

პანდემიამდე ევროპაში სახელოვნებო და მუსიკალური ინდუსტრია ერთერთი ყველაზე განვითარებული სექტორი იყო. თუმცა კრიზისის გამო ავიაციის შემდეგ ყველაზე მეტად სწორედ ეს სფერო დაზარალდა.  ასეთია კომპანია „ერნსტ და იანგის“  დასკვნა. დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ კრიზისის დასაძლევად ამ სექტორში დიდი ინვესტიციებია საჭირო.  „ერნსტ ენდ იანგის“  პარტნიორის მარკ ლერმიტის განცხადებით კრიზისი 2021, 2022 წელსაც გაგრძელდება და თუ ინვესტიციების მოზიდვა ვერ მოხერხდა, ისედაც რთული მომავალი  წლები კიდევ უფრო გართულდება და ხელოვანებისთვის შეუძლებელი იქნება საკუთარი შემოქმედების ხარჯზე ცხოვრება.

„ერნსტ ენდ იანგის“ დასკვნის თანახმად, სახელოვნებო სფეროში შემოსავლები 90 პორცენტით, მუსიკალურ ინდისტრიაში კი 76 პროცენტით შემცირდა. 2019 წელს სახელოვნებო სექტორმა ევროკავშირს 9 მილიარდი ევრო მოუტანა. ანგარიშის ავტორები ევროკაშირის 27 წევრ ქვეყანას მოუწოდებენ, მოიძიონ თანხები და დაეხმარონ სახელოვნებო და მუსიკალურ ინდუსტრიას.

უახლესი

სხვა ამბები

ევროპაევროპა
Send this to a friend