ევროპის ქვეყნებში ვაქცინაციის პროცესი გრძელდება, თუმცა ის დაგეგმილზე ნელი ტემპით მიმდინარეობს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომდგენენლები ვაქცინების საექსპორტო წესების გამკაცრებით იმუქრებიან, თუკი დროულად არ აღმოიფხვრა მიწოდებასთან დაკაშირებული პრობლემები. ესპანეთში კი კორონავირუსის სამკურნალოდ კლინიკურ ცდებს გადის ლეიკემიის მკურნალობისთის განკუთვნილი პრეპარატი.
კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულმა შემთხვევებმა მსოფლიოს მასშტაბით 100 მილიონს გადააჭარბა. ფრანგული კომპანია „სანოფი“ „ფაიზაერის“ და „ბიოენტექის“ ვაქცინის 100 მილიონ დოზას აწარმოებს, ეს უჩვეული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც „ასტრაზენეკასა“ და „ბიოენტექის“ ვაქცინების მიწოდებაში შეფერხებები წარმოიქნმა. „სანოფის“ მიერ წარმოებული ვაქცინა აგვისტოდან იქნება ხელმისაწვდომი.
ამავდროულად, ევროკავშირისგან ელიან პასუხს, თუ როდის მოგვარდება მიწოდებასთან დაკაშირებული პრობლემები. ბავარიის გუბერნატორი, მარკუს ზოდერი, უკმაყოფილოა გერმანიაში ვაქცინაციის შენელებული ტემპის გამო და აცხაებს მათ ფიზიკურად არ აქვთ ვაქცინის დოზების საკმარისი რაოდენობა.
ამავდროულად, ევროკავშირი ვაქცინის მწარმოებელი კომპანიებისგან მეტ გამჭვირვალობას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ევროკავშირში წარმოებული ვაქცინების ექსპორტზე წესებს გაამკაცრებს.
ევროკომიის სპიკერმა, ერიც მამერმა, პროცესის გამჭირვალეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა რომ მათ უნდა იცოდნენ ვინ რამდენ დოზას აწარმოებს და თ რომელ ბაზრებზე ხდება მათი რეალიზაცია.
დიდ ბრიტანეთშიც, სადაც კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა, ჯანდაცვის მინისტრი, მეთ ჰენკოკი ამბობს, რომ პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს და რომ პანდემიის დროს პროტექციონიზმი არ არის გამართლებული.
ამავდროულად, ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც ლეიკემიის სამკურნალოდ გამოიყენება, 100 ჯერ უფრო ეფექტიანი აღმოჩნდა კორონავირუსის წინააღმდეგ, ვიდრე „რემსდესივირი“. პრეპარატი „აპლიდინა“ ესპანეთშია დამზადებული და ამ დროისთვის მასზე კორონავირუსზე სამკურნალოდ კლინიკური ცდები მიმდინარეობს.