მთავარი გადაცემები კუბი დიდ ბრიტანეთში ახალი ფუნქცია Facebook News-ი ამოქმედდა

დიდ ბრიტანეთში ახალი ფუნქცია Facebook News-ი ამოქმედდა

დიდი ბრიტანეთი აშშ-ის შემდეგ მეორე ქვეყანაა, რომელშიც ამოქმედდა ფეისბუკის ახალი ამბების განყოფილება.

რამდენიმე მსხვილმა ბრიტანულმა საინფორმაციო არხმა და გამოცემამ, მათ შორის „Channel 4-მა“, „Sky News“ და „The Guardian-მა“, შეთანხმება დადო ფეისბუკთან, რომ მიაწოდებენ შესაბამის ინფორმაციას.

ფეისბუკის ახალი ამბების მიზანია, საბოლოოდ დაარეგულიროს ურთიერთობები მედიასა და სოციალურ ქსელებს შორის. როგორც წესი, რეკლამებიდან მიღებული თანხის უდიდესი ნაწილი თავად ფეისბუკის ანგარიშზე ისახება და არა ინფორმაციის მომწოდებლის, ანუ მედიაორგანიზაციების ანგარიშზე. ფეისბუკის ახალი ამბების ამოქმედებით, ფეისბუკი რჩეულ და ლიცენზირებულ მედიაორგანიზაციებს გადაუხდის თანხას, რომ მათ შექმნან სტატიები და პოსტები ფეისბუკისთვის.

 

 

ეს ახალი ფუნქციაა ფეისბუკის მობილურ აპლიკაციაში ახალი ამბები მომხმარებელზე იქნება მორგებული.  ახალ ამბებში წარმოდგენილი იქნება  ისეთი თემები, რომლებითაც მომხმარებელია დაინტერესებული. ამას თავად ფეისბუკის ალგორითმი დაარეგულირებს.  ასევე  მომხმარებელს თავად შეეძლება, დამალოს იმ გამოცემის სტატიები, რომლის წაკითხვა მას არ სურს.

სოციალური ქსელი თავის საინფორმაციო ბლოგში აღნიშნავს, რომ ეს არის მრავალწლიანი ინვესტიციაა, რომელიც იქნება ახალი სივრცე თანამედროვე ჟურნალისტიკისთვის.

ფეისბუკი აცხადებს, რომ ეს ახალი პროდუქტი ფეისბუკსა და ახალი ამბების ინდუსტრიასთან დიდხნიანი დისკუსიის საფუძველზე შეიქმნა. სამომავლოდ ფეისბუკის ახალი ამბების ფუნქცია მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც ამოქმედდება.

ავტორი: ანეტ მიქელაძე

უახლესი

სხვა ამბები

Facebook NewsFacebook News
Send this to a friend