მთავარი COVID-19 ერთი ექთნის ამბავი "როდესაც ჩემი შვილი დაიბადება აუცილებლად მოვუყვები ექიმებისა და ექთნების...

ერთი ექთნის ამბავი “როდესაც ჩემი შვილი დაიბადება აუცილებლად მოვუყვები ექიმებისა და ექთნების გმირობებზე”

28 წლის მარიამ ნარაიძე თბილისის ერთ-ერთი კლინიკის უფროსი ექთანია. ერთ თვეში ბავშვს ელოდება. მთელი ორსულობის პერიოდი კი კლინიკაში, კოვიდპაციენტების დახმარებაში გაატარა.

„პანდემიის დაწყებიდან ერთ თვეში გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. თავიდან ცოტა შიში მქონდა, თუმცა ეს შიში ჩემმა პროფესიულმა ინტერესმა გადაფარა. ახლა ორსულობის 32-ე კვირაში ვარ. იმდენად ჩართული ვარ პანდემიასთან ბრძოლაში, რომ ხანდახან ვერც აღვიქვამ, რომ მუცელში ბავშვი მყავს. ახლა ბევრად უფრო მეტს ვაკეთებ ვიდრე მანამ ვიდრე პანდემია დაიწყებოდა, რადგან დასვენების დრო ახლა არ არის. არც დაჯდომის და დასვენების დროა. სამსახურში სულ დაძაბულობაა, სულ იმაზე ვფიქრობთ, რომ ვინმეს რამე არ გამოგვეპაროს. ასე უფრო მყარად ვდგავართ ინფექციის სადარაჯოზე.

 

 

როდესაც ჩემი შვილი დაიბადება აუცილებლად მოვუყვები ექიმებისა და ექთნების გმირობებზე. მოვუყვები, რომ ჩემს კლინიკაში იყო შემთხვევა როდესაც პაციენტი ძალიან ცუდად გახდა, მედპერსონალს ეკიპირების ჩაცმის დრო არ ჰქონდა, ამიტომ ჩაცმის გარეშე შევარდნენ მის დასახმარებლად. მათ იცოდნენ, რომ ამ დროს ინფიცირების რისკი ძალიან მაღალი იყო, თუმცა საკუთარ ჯანმრთელობაზე წინ პაციენტი დააყენეს.“ მარიამ ნარაიძე, პედიატრიული დეპატამენტის უფროსი ექთანი

უახლესი

სხვა ამბები