მთავარიმსოფლიოპანდემიის გამო დავოსის ეკონომიკური ფორუმის პირველი ნაწილი ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს

პანდემიის გამო დავოსის ეკონომიკური ფორუმის პირველი ნაწილი ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს

დავოსში ყოველწლიური მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი პანდემიის გამო განსხვავებული ფორმატით მიმდინარეობს.  უკვე 50 წელია ბიზნესის, პოლიტიკის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრის წარმომადგენლები ყოველი წლის დასაწყისში კრიტიკულ საკითხთა გადასაჭრელად შვეიცარიაში იკრიბებიან. წელს ეკონომიკის ფორუმი ორჯერ – იანვარსა და მაისში ჩატარდება. პირველი ეტაპი ამჟამად პანდემიის გამო ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს.  

2021 წლის პირველ კვარტალში ევროზონის ეკონომიკა მხოლოდ 0.6 პროცენტით გაიზრდება, ასეთია როიტერსის გამოკითხვის შედეგები, რომელშიც 80 ეკონომისტი მონაწილეობდა. ეს თითქმის 1.1% -ის ნახევარია, რაც დეკემბერში იყო ნავარაუდევი.

ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ქრისტიან ლეგარდის თქმით, 2021 წელს ევროზონის ეკონომიკის აღდგენა ორ ეტაპად მოხდება.

პირველ ეტაპზე შედარებით გაურკვევლობა იქნება, რადგან ვაქცინაციის პროცესი სულ ახლახან დაიწყო და ვირუსის ახალი შტამის გამო შეზღუდვები კიდევ უფრო შეიძლება გამკაცრდეს.

„მართვის კომპასი, რომელიც გვჭირდება დაფინანსების ხელსაყრელ პირობებს გულისხმობს. ამ გაურკვევლობით სავსე დროში, რომელიც პანდემიითა განპირობებული, უფრო კონკრეტულად კი იმ პრობლემებით რომლებიც ვაქცინაციის მიმდინარეობასა და შეზღუდვებთანაა დაკავშირებული. ამიტომ დაფინანსების პირობების განსაზღვრა მნიშვნელოვანია. ინვესტორი უნდა იყოს დარწმუნებული რომ დაფინანსება ხელმისაწვდომი იქნება მოხმარებლებისა და თავად ინვესტორის ინტერესებიდან გამოდინარე”.- განაცხადა ქრისტიან ლეგარდმა.

დავოსში ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმი მიმდინარე წელს პანდემიის გამო განსხვავებულ ფორმატში მიმდინარეობს. პირველი ეტაპი ამჟამად ვირტუალურად იმართება, მაისში კი ღონისძიების მონაწილეები ერთმანეთს ჩვეულ ფორმატში შეხვდებიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend