მთავარიამბებიევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელიც წევრ ქვეყნებს, სტრასბურგის სასამართლოს სწრაფად და სრულყოფილად აღსრულებისკენ მოუწოდებს. რეზოლუცია იმ განაჩენსაც ეხება, რომელიც 2006 წლის ზაფხულში რუსეთის ფედერაციის მხრიდან უამრავი ქართველის დაპატიმრებას, დაკავებასა და გამოძევებას ეხება.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალური დოკუმენტი განმარტავს, რომ იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტი ამჟამად სასამართლოს 5 000 დაუსრულებელი გადაწყვეტილების აღსრულების მონიტორინგს ახორციელებს. დოკუმენტის მიხედვით, სასამართლოს უამრავი გადაწყვეტილება უკვე 10 წელია არ სრულდება. ეს განასაკუთრებით ეხება ისეთ საქმეებს, რომლებშიც სარჩელი რუსეთის ფედერაციის, თურქეთის, უკრაინის, რუმინეთის, უნგრეთის, იტალიის, საბერძნეთის, მოლდოვას რესპუბლიკის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის წინააღმდეგ დაკმაყოფილდა.

რეზოლუცია ეხება 2006 წლის ზაფხულში რუსეთის ფედერაციის მხრიდან უამრავი ქართველის დაპატიმრების, დაკავებისა და გამოძევების საქმესაც, რომელიც საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ აღძრა. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ამ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს მთავრობისთვის სულ მცირე 1 500 მოქალაქისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად სამი თვის ვადაში 10 ათასი ევროს ოდენობის კომპენსაცია დააკისრა. თუმცა ეს კომპენსაცია რუსეთს ჯერ არ გადაუხდია.ს

„1369- სხდომაზე მინისტრთა კომიტეტმა შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ კომპენსაცია ჯერ კიდევ არ არის გადახდილი და ხაზი გაუსვა კონვენციის 46.1 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი დაკმაყოფილების მიზნით კომპენსაციის გადახდის ვალდებულებას,“- აღნიშნულია რეზოლუციაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მინისტრთა კომიტეტმა მოუწოდა რუსეთს, დაუყოვნებლივ დაიწყოს დეტალური კონსულტაციები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სამდივნოსთან, როგორც გადაუხდელობის გამო დარიცხულ ჯარიმაზე, ისე უშუალოდ კომპენსაციის გადახდის პირობებთან დაკავშირებით.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend