ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ვერ შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე კრემლის ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის დაპატიმრებასთან დაკავშირებით.
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოსკოვში აეროპორტში 18 იანვარს მას შემდეგ დააკავეს, რაც ის ხუთთვიანი მკურნალობის შემდეგ, გერმანიიდან დაბრუნდა.
კრემლის კრიტიკოსმა სასამართლოს დარბაზიდანვე მოუწოდა მოსახლეობას, რომ ქუჩებში გამოსულიყო. შაბათ-კვირას კი ქვეყნის ათობით ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა. სამართალდამცველებმა დაახლებით 3500 დემონსტრანტი დააპატიმრეს.
დემონსტრანტების დაკავებისა და ძალის გადამეტების გამო კრემლის ქმედებები საჯაროდ დაგმეს დასავლეთის ქვეყნებში. შეერთებული შტატების ელჩმა რუსეთში გაავრცელა განცხადება, რომელშიც ქვეყნის ოფიციალურ პირებს აკრიტიკებდა.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგი თვლის, რომ ევროკავშირმა მკადიო გზავნილები უნდა გააკეთოს რუსეთის მისამართით, რომ მისი საქციელი მიუღებელია და ამისთვის სანქციების დაწესება კარგი მექნიზმია.
თუმცა 25 იანვარის შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კრემლს მხოლოდ ნავალნის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე დაპატიმრებული ხალხის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.
რუსეთში მიმდინარე მოვლენებისა და ევროკავშირის-რუსეთის ურთიერთობის განხილვის მიზნით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი, თებერვლის დასაწყისში რუსეთში ჩასვლასაც აპირებს.
„ეს კარგი შესაძლებლობა იქნება, რომ ჩემ რუს კოლეგებთან ერთად ყველა საჭირო საკითხი განვიხილოთ. მიმდინარე ვიტარებაზე ჩვენი აზრის კაფიოდ გამოხატვა გვსურს, ადამიანთა უფლებებზე და თავისუფლებაზწე, ასე რუსეთტან ჩვენი ურთიერთობაც უნდა განვიხილოთ,“ – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
ევროკავშირმა უკვე დაუწესა სანქციები ექვს რუს მაღალჩინოსანს, რომლებსაც ოპოზიციონერი ნავალნის მოწამვლვას აბარლებენ.
გერმანიის, რუმინეთის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინსიტრებმა დაგმეს ნავალნის მხარადმჭერების დაპატიმრება და კრემლს მათი გათავისუფლებისკენ და კანონის უზენაესობსი დაცვისკენ მოუწოდეს.
კრემლში კი თვლიან, რომ ნავალნის საქმეს დასავლეთი რუსეთის „შიდა საქმეებში ჩარევისთვის“ იყენებს და რუს ხალხს არეულობისკენ უბიძგებს.
რამდენი ხანი დარჩება რუსეთი მთავარი ოპოზიციონერი პატიმრობაში, ამას რუსული სასამართლო გადაწყვეტს. ალექსეი ნავალნის მხარდამჭერები კი საპროტესტო აქციების გამართვას მომავალ კვირასაც გეგმავენ.