მთავარი სპორტი „ჩელსიმ“ ფრენკ ლამპარდი დაითხოვა

„ჩელსიმ“ ფრენკ ლამპარდი დაითხოვა

ლონოდნის „ჩელსიმ“ ახალგაზრდა ინგლისელი სპეციალისტი, ფრენკ ლამპარდი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა.

„არისტოკრატებმა“ სეზონის დასაწყისში ტრანსფერებზე 292 მილიონი დოლარი დახარჯეს და შესაბამის შედეგებს ელოდნენ, თუმცა „ლურჯები“ ინგლისის პრემიერლიგაში მეცხრე პოზიციას იკავებენ.

ლამპარდის შემცვლელად „პარი სენ-ჟერმენისა“ და „დორტმუნდის“ ყოფილი მწვრთნელი, ტომაშ ტუხელი მოიაზრება. გერმანელი სპეციალისტი ამ სეზონში პარიზულმა კლუბმა გაათავისუფლა და მისი ადგილი მაურისიო პოჩეტინომ დაიკავა.

42 წლის ლამპარდი „ჩელსის“ 2019 წლიდან ხელმძღვანელობდა, 2001-14 წლებში კი ამ გუნდში თამაშობდა და კაპიტნის ამპლუაში არაერთი ტიტული მოიგო.

უახლესი

სხვა ამბები

ფრენკ ლამპარდიფრენკ ლამპარდი