უსაფრთხოების საკითხების მკვლევრის ალონ გალის მიერ გამოქვეყნებული სტატუსების თანახმად, ტელეგრამში შექმნილი ჩატბოტი ფეისბუკის მომხმარებლების ნომრებს ყიდის. მისი თქმით, 533 მილიონი მომხმარებლის მონაცემების შემცველი ეს ბაზა 2019 წელს ფეისბუკის უსაფრთხოების დარღვევის შედეგად გასაჯაროვდა.
შექმნილი ჩატბოტი, ფეისბუკის მომხმარებლის პროფილის საიდენტიფიკაციო კოდის საშუალებით, ამ ანგარიშზე მიბმულ ტელეფონის ნომერს პოულობს. ასევე შესაძლებელია ტელეფონის ნომრით ფეისბუკის ანგარიშების პოვნაც. ბოტი, რა თქმა უნდა, ამის სანაცვლოდ თანხას ითხოვს.
Few days ago a user created a Telegram bot allowing users to query the database for a low fee, enabling people to find the phone numbers linked to a very large portion of Facebook accounts.
This obviously has a huge impact on privacy. pic.twitter.com/lM1omndDET
— Alon Gal (Under the Breach) (@UnderTheBreach) January 14, 2021
ფეისბუკი ტელეფონის ნომრებს დამატებითი უსაფრთხოების სერვისებისთვის იყენებს. შესაბამისი ფუნქციის გააქტიურების შემთხვევაში, თუ უცხო კომპიუტერიდან ან ტელეფონიდან თქვენს ანგარიშში შევლენ, მობილურზე შეტყობინებას მიიღებთ.
ბაზა 2019 წლის მონაცემებს შეიცავს, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ ტელეფონების ნომრებს ხალხი არც თუ ისე ხშირად ცვლის, ბაზაში არსებული ინფორმაცია, დიდი ალბათობით, არ შეცვლილა.