მთავარი მთავარი ამბავი საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში...

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში პირველად მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია 25-29 იანვარს ევროპის საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მიიღებს მონაწილეობას. ეს საპარლამენტო დელეგაციის პირველი ვიზიტი მეათე მოწვევის პარლამენტის ფარგლებში. სესიის პირველივე დღეს ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისიის 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით  წარდგენილი ანგარიშიც განიხილება.

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა უხელმძღვანელებს.

სესიაზე მსჯელობის მთავარი თემა გლობალური პანდემია და კოვიდ -19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების საკითხი იქნება. დელეგატებს სიტყვით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეისუსი მიმართავს.

სასესიო და საკომიტეტო მუშაობის პარალელურად, დელეგაციის წევრები მაღალი დონის შეხვედრებს გამართავენ.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის წევრი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტი ირაკლი კობახიძე, დეპუტატებთან ერთად, ასამბლეის პრეზიდენტს, რიკ დაემსს, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია პეიჩნოვიჩ ბურიჩს, ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, დუნია მიატოვიჩს   ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკუკიოს  და კომისიის მდივნის მოადგილეს, სიმონა მენგინი-გრანატას, ასევე, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის გენერალურ მდივანს, ანდრეას კიფერს  შეხვდება.

სესიის პირევლივე დღეს დღის წესრიგში დგას 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისიის ანგარიშის განხილვა.

„2020 წელს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაცია გამართავს პირველ ვიზიტს, ზამთრის სესიაზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ვიზიტის განხორციელება, რადგან არის ბევრი აქტუალური საკითხი, ანგარიში, რომელიც საქართველოს ეხება. ჩვენ ვაპირებთ, ძალიან აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა ამ განხილვებში. ერთ-ერთი მნიშნელოვანი დოკუმენტი, რომელიც პირველივე დღეს იქნება წარმოდგენილი, გახლავთ ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისიის ანგარიში 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით. სადამკვირვებლო მისიის ის მიგნებები, რომელიც მათ დააფიქსირეს. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია მონიტორინგის ანგარიში და ის დადებითი შეფასებები, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს მიმართ“, – განაცხადა სტრასბურგში გამგზავრებამდე დელეგაციის ხელმძღვანელმა, კახა კუჭავამ.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: ირაკლი კობახიძე, ფრიდონ ინჯია, მარიამ ქვრივიშვილი, გივი მიქანაძე, თამარ ტალიაშვილი, ირაკლი ჩიქოვანი და გიორგი ხოჯევანიშვილი შედიან.

 

უახლესი

სხვა ამბები

პარლამენტიპარლამენტი
Send this to a friend