მთავარი სპორტი „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ლივერპული“ ინგლისის თასზე დაამარცხა

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ლივერპული“ ინგლისის თასზე დაამარცხა

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის მერვედფინალურ მატჩში ერთმანეთს „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ლივერპული“ დაუპირისპირდნენ. მატჩი „წითელი ეშმაკების“ გამარჯვებით, 3:2 დასრულდა.

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი „მანჩესტერის“, „ლივერპულისა“ და სხვა გრანდებისათვის პრიორიტეტულად არ ითვლება, თუმცა როდესაც ეს ორი გუნდი ერთმანეთს ხვდება პრიორიტეტებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

შესანიშნავი თამაში გამოვიდა. ორივე გუნდს სურდა გამარჯვება და საბოლოოდ იმ გუნდმა გაიმარჯვა, რომელიც ამ დროისთვის უკეთეს ფორმაშია.

ანგარიში მოჰამედ სალაჰმა გახსნა. წონასწორობა მეისონ გრინვუდმა აღადგინა. ოლე გუნარ სულშერის გუნდი მარკუს რაშფორდმა დააწინაურა, თუმცა სალაჰმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა, დუბლი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.

მატჩის გადამწყვეტი გოლი „იუნაიტედის“ შეცვლაზე შემოსულმა ლიდერმა, ბრუნო ფერნანდეშმა გაიტანა. ახალგაზრდა პორტუგალიელმა ჯარიმიდან ბურთი ალისონის კუთხეში ძლიერად გაუშვა, ბრაზილიელმა მეკარემ კი პოზიცია დაკარგა და ბურთის მოგერიება ვერ შეძლო.

„იუნაიტედი“ ინგლისის პრემიერლიგაში პირველ ადგილზეა, „ლივერპული“ კი მეოთხე პოზიციას იკავებს.

ავტორი: გიორგი სანაძე

უახლესი

სხვა ამბები

ლივერპულილივერპული
Send this to a friend