მთავარი ამბები მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ ტოვიო კლაარს შეხვდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, მხარეებმა  მიმოიხილეს ზოგადად რეგიონში არსებული მდგომარეობა, საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება.

საუბარი შეეხო პანდემიით გამოწვეულ პრობლემებსაც,  განიხილეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები და მისი მნიშვნელობა. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა,  რომ შეხვედრის მომდევნო რაუნდი მარტში  გაიმართება და მასში ყველა მხარე მიიღებს მონაწილეობა.

მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირის როლზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების საკითხში.

უახლესი

სხვა ამბები

მაკა ბოჭორიშვილიმაკა ბოჭორიშვილი
Send this to a friend