მთავარიამბებიესტონეთს პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

ესტონეთს პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

ესტონეთის ისტორიაში პირველად ქვეყანას სათავეში  ქალი ჩაუდგება. 24 იანვარს ესტონეთის ორი წამყვანი პოლიტკური პარტია მემარჯვენე ცენტრისტული „რეფორმის პარტია“ და მმართველი მემარცხენე „ცენტრის პარტია“ მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმდა  და პრემიერად ქალი, კაია კალასი, აირჩია.

„რეფორმის პარტიის“ თავმჯდომარე კაია კალასი ესტონეთის ისტორიაში პირველი ქალი პრემიერ-მინისიტრი იქნება და მისი მინისტრთა კაბინეტი იანვრის დასაწყისში კორუფციული სკანადალით გადამდგარ მთავრობას ჩაანაცვლებს.

15 კაციანი მინისტრთა კაბინეტის პორტფელი, პრემიერის პოსტის  გარდა, ორივე პარტიაზე თანაბრად 7/7-ზე გადანაწილდა. ესტონეთის “რიგიკოგუს”  101 წევრიან პარლამენტში ურმავლესობას სწორედ ეს ორი წამყვანი პარტია შექმნის.

„რეფორმის პარტიისა“ და „ცენტრის პარტიის“ მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ „მათ მიერ შემქნილი ახალი მთავრობა გააგრძელებს პანდემიის ეფექტურ მართვასა და ესტონეთის  რეგიონების განვითარებაზე ზრუნვას.

2021 წლის იანვრის დასაწყისში, ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა განაცხადა, რომ ახალი მთავრობის პრიორიტეტი კორონავირუსის გავრცელების მხრივ გაუარესებული მდგომარეობის  მართვა და პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის გაჯანსაღება უნდა იყოს.

კალასის „რეფორმის პარტია“ ბიზნესისა და მეწარმეობის განვითარებაზე აკეთებს აქცენტს.

43 წლის კაია კალასი იურისტია და ევროპარალმენტის დეპუტატი იყო. იგი „რეფორმის პარტიის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის სიიმ კალასის შვილია, რომელსაც წარსულში ესტონეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაც ეკავა და ევროკომისრის მანდატიც ჰქონდა.

კაია კალასი „რეფორმის პარტიას“ სათავეში 2018 წელს ჩაუდგა, როგორც პირველი ქალი ლიდერი. მის მინსტრთა კაბინეტში  ფინანსთა მინსიტრისა  საგარეო საქმეთა მინისტრის პორტფელებსაც  ქალები ჩაიბარებენ.

ესტონეთში ახალი მთავრობის  საკთხი მას შემდეგ დადგა, რაც მმართველი „ცენტრის პარტია“ კორუფციულ სკანდალში გაეხვა. პრემიერ-მინისტრი იური რატასი და მისი მთავრობა 13 იანვარს გადადგნენ.

რატასის მთავრობას, რომელმაც ოფისი 2019 წლის აპრილში ჩაიბარა, თავიდანვე მყიფე მდგომარეობა ჰქონდა, რადგან სამი პარტიისგან შემდგარ კოალიციაში „ესტონეთის კონსერვატიული სახალხო პარტიაც“ შედიოდა, რომელიც პოპულისტური, ნაციონალისტური, ანტიემიგრაციუილი და ანტიევროპული დღის წესრიგით არის ცნობილი.

კაია კალსმა თავის მთავრობაში  „ესტონეთის კონსერვატიული სახალხო პარტიის“ არცერთი წარმომადგენელი არ შეიყვანა. მისი განმარტებით, ამ პარტიისა და „რეფორმის პარტიის“ ღირებულებები ძალიან განსხვავდება. „რეფორმის პარტიის“ ვებგვერდის მიხედვით, ეს პარტია ესტონეთში ლიბერალური მსოფლმხვედელობის კუთხით ლიდერია.

ესტონეთი 2004 წლიდან ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის  წევრი სახლემწიფოა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend