მთავარიმსოფლიოგაზაფხულზე შოტლანდიაში შესაძლოა დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ჩატარდეს

გაზაფხულზე შოტლანდიაში შესაძლოა დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ჩატარდეს

შოტლანდიის პირველი მინისტრის ნიკოლა სტარჯენი შოტლანდიაში დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს.

შოტლანდიის პირველი მინისტრის ნიკოლა სტარჯენის განცხადებით, თუ მაისში შოტლადიური ნაციონალური პარტია შოტლანდიის პარლამენტში უმრავლესობას მოიპოვებს, ის შოტლანდიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმს ჩაატარებს, მიუხედავად იმისა, ექნება თუ არა ვესტმინსტერის თანხმობა.

სტარჯენის პარტია ახალი რეფერენდუმის 11-პუნქტიან გეგმას წარადგენს, რომელსაც ეროვნულ ასამბლეაზე კვირას გაიტანს.

„მე სამართლიანი რეფერენდუმის ჩატარება მსურს. სწორედ ამიტომ მინდა მოვიპოვი შოტლანდიელების მხარდაჭერა. თუ მე ეს მოვიპოვე, ვაპირებ რეფერენდუმის ჩატარებას, სადაც ხალხს არჩევანის უფლება ექნება. ეს არის დემოკრატია,“ განაცხადა შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ნიკოლა სტარჯენმა.

თუ შოტლანდიური ნაციონალური პარტია უმრავლესობას მოიპოვებს, მაშინ ის დიდი ბრიტანეთის მთავრობას 30-ე განკარგულებას მოსთხოვს, რომლის მიხედვითაც, 1998 წლის შოტლანდიის აქტი შევა ძალაში. აქტი შოტლანდიის პარლამენტს აძლევს ძალაუფლებას, რომ მიიღოს ის კანონები, რომლებსაც ჩვეულებრივ ვესტმინსტერი ამტკიცებს.

დოკუმენტის თანახმად, ამ მოთხოვნის უარყოფის არც მორალური და არც დემოკრატიული ბერტკეტი არ არსებობს და იმ შემთხვევაში, თუ უესტმინსტერი მაინც მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას, მაშინ შოტლანდიის პარლამენტი შეიმუშავებს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება პანდემიის შემდეგ რეფერენდუმის ჩატარება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend