მთავარიმთავარი ამბავიიენს სტოლტენბერგი: საქართველოს მთავარი ამოცანა რეფორმებია

იენს სტოლტენბერგი: საქართველოს მთავარი ამოცანა რეფორმებია

საქართველოს მთავარი ამოცანა ნატოსკენ მიმავალ გზაზე რეფორმებია. ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მხარს უჭერს ტრანსატლანტიკურ კავშირს და  საქართველოც ამ კავშირის ნაწილია. ეს განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„მე არ შემიძლია, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის სახელით ვისაუბრო, მაგრამ ვიცი, რომ პრეზიდენტი ბაიდენი არის ტრანსატლანტიკური კავშირის მხარდამჭერი და საქართველო ამ კავშირის ნაწილია. აშშ მხარს უჭერს ნატოს გადაწყვეტილებებს, რომელსაც ყველა ერთად ვიღებთ, მათ შორის საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებაც,”- ასე უპასუხა ნატოს გენერალურმა მდივანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატის, ენტონი ბლინკენის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

ენტონი ბლინკენმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თუკი საქართველოს ნატოს წევრობისთვის საჭირო მოთხოვნების დაკმაყოფილება და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში წვლილის შეტანა შეუძლია, მისთვის ნატოს კარი ღია უნდა დარჩეს.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ მხარს უჭერს ნატოს გადაწყვეტილებებს, მათ შორის საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებაც. იენს სტოლტენბერგი თვლის, რომ საქართველოს მთავრი ამოცანა  რეფორმების გაგარზელბა და  ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები შექმნაა.

„ის, რისი გაკეთებაც საქართველოს შეუძლია, რეფორმების გაგრძელებაა. ჩვენ ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები გვჭირდება. უნდა დავრწმუნდეთ, რომ არსებობს თანამედროვე და ქმედითუნარიანი უსაფრთხოების ინსტიტუტები და  სამოქალაქო კონტროლი სამხედრო და სადაზვერვო სამსახურზე. ყველა ამ საკითხზე ჩვენ ერთად ვმუშაობთ და საქართველოს მთავარი ამოცანა, რომელიც ნატოს წევრობისკენ მიიწევს, რეფორმებია,“- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend