მთავარიკუბისტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება — განცხადებები სოციალურ ქსელში

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება — განცხადებები სოციალურ ქსელში

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2008 წლის ომის საქმეზე საქართველოს სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ სამართლიანად ცნო.

იუსტიციის სამინისტროს განცხადების მიხედვით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე  მუხლი დაარღვია.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის წევრები სოციალურ ქსელშიც ეხმაურებიან.

“12-წლიანი დავა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დასრულებულია, საქართველოს სასარგებლოდ. ეს გამარჯვება გარდაუვალი იყო და ის ყველა ქართველს ეკუთვნის”, — წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, ეს გადაწყვეტილება კონფლიქტით დაზარალებული მოქალაქეების უფლებების დაცვის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი გახდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend