მთავარისპორტიშერეული საბრძოლო ხელოვნების ქართული გუნდი

შერეული საბრძოლო ხელოვნების ქართული გუნდი

შერეული საბრძოლო ხელოვნების ქართველი მებრძოლები უმნიშვნელოვანესი დაპირისპირებისთვის ემზადებიან. მწვრთნელმა და მენეჯერმა ლაშა შელიამ UFC-ის მენეჯერთან გააფორმა კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც, მისი გაწვრთნილი მებრძოლები პრესტიჟულ ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას. ლაშა შელია და ქართველი მებრძოლები ტუნრირზე საქართველოს პანკრატიონის, გრაპლინგისა და MMA-ის ფედერაციის სახელით წარდგებიან.

ტურნირზე წარმატებით გამოსვლის შემთხვევაში ქართველი მებრძოლები შერეული საბრძოლო ხელოვნების ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაცია UFC-ში იასპარეზებენ.

ლაშა შელია: „ქართველ მებრძოლებს შესაძლებლობა ექნებათ 9 თვის განმავლობაში დაპირისპირებები გამართონ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. გამარჯვებული ამერიკაში გაემგზავრება, სადაც UFC-ის ბრძოლებზე მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს UFC-ში ბევრი მებრძოლი წარმოადგენს, თუმცა ისინი ქართული კლუბის სახელით არ ასპარეზობენ, ჩვენს მებრძოლებს შანსი აქვთ, რომ UFC-ში ქართული კლუბის სახელით წარდგნენ.

შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი ბეკო დოინჯაშვილი მნიშვნელოვანი დაპირისპირებისთვის ემზადება. საქართველოს პანკრატიონის, გრაპლინგისა და MMA-ის ფედერაციის სახელით პრესტიჟულ ჩემპიონატზე იგი პირველად წარდგება. ბრძოლა 23 იანვარს უნდა გამართულიყო, თუმცა პანდემიის გამო გადაიდო და 20 თებერვალს შედგება. ახალგაზრდა სპორტსმენი კიკბოქსისა და მუიატაის მებრძოლი იყო, თუმცა მან საბრძოლო მიმართულება შეიცვალა.

ბეკო დოინჯაშვილი:

„შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში გადასვლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ეს ჩემი მწვრთნელის სურვილი იყო. ვფიქრობ, რომ MMA-ში უფრო ეფექტური ვარ, ვიდრე კიკბოქსინგსა და მუაი-ტაიში“.

საქართველოს პანკრატიონის, გრაპლინგისა და MMA-ის ფედერაცია ღიაა მებრძოლებისა და კლუბებისთვის. ფედერაციის მიზანი ის არის, რომ ქართველმა მებრძოლებმა UFC-ში ქართული კლუბის სახელით იასპარეზონ.

საქართველოს პანკრატიონის, გრაპლინგისა და MMA-ის ფედერაციის პრეზიდენტი, კობა ტყეშელაშვილი:

„გვინდა, რომ ჩვენი ბიჭები ჩვენი კლუბის სახელით გამოვიდნენ. მზად ვართ ვითანამშრომლოთ ქართულ კლუბებთან და მებრძოლებთან. გვსურს, რომ გავერთიანდეთ. ამ შემთხვევაში, სპორტსმენებსა და მწვრთნელებს შრომა არ დაეკარგებათ“.

იმისათვის, რომ ქართველმა სპორტსმენებმა პრესტიჟულ ორგანიზაციაში ქართული კლუბის სახელით იასპარეზონ, პირველი ბრძოლის შემდეგ ახალი კლუბის სახელი უნდა შეირჩეს.

ავტორი: გიორგი სანაძე

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend