მთავარიმსოფლიოსტუდენტები პროტესტი - საფრანგეთში სტუდენტები მოითხოვენ სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განახლდეს

სტუდენტები პროტესტი – საფრანგეთში სტუდენტები მოითხოვენ სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განახლდეს

კორონავირუსის პანდემიამ სასწავლო პროცესი მთელს მსოფლიოში შეცვალა. საფრანგეთში სტუდენტები მოითხოვენ სწავლა კვლავ აუდიტორიებში გარგძელდეს. მათი თქმით სწავლის დისტანციურ მეთოდს მთელი თაობა შეეწირება. სტუდენტები მზად არიან პანდემიის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვა გაითვალისწინონ და ასე დაბრუნდნენ აუდიტორიებში.

პარიზში დაღლილი, მორალურად განადგურებული და დაუცველი სტუდენტები უნივერსიტეტებში სწავლის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას მოითხოვდნენ.

არეულობა კოვიდ -19 პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს მოჰყვა.

ახლა მხოლოდ პირველი კურსის სტუდენტებს შეეძლებათ, სწალა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელონ და თავიანთ კურსელებს პირისპირ შეხვდნენ. დანარჩენები კი  25 იანვრიდან შეძლებენ უნივერსიტეტებში მისვლას.

ვალენტინა რენო- სტუდენტი:

„აქ მოვედი, რადგან მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილება, რომელიც სამინისტრომ ცოტა ხნის წინ მიიღო,  გადასახედია და სასწრაფოდ საჭიროა უნივერსიტეტების გახსნა. ამას მთელი თაობა ეწირება. საბოლოოდ კი გვეყოლება თაობა, რომელიც ვერ შეძლებს სოციალური კავშირების დამყარებას  და  არსებულ პრობლემებთან გამკლავებას.“

ჰოაკიმი-სტუდენტი

„ჩვენ, სტუდენტები, ყველამ დაგვივიწყა და მიგვატოვა. და ეს გაუსაძლისი მდგომარეობაა, სინამდვილეში ჩუმად ვიტანჯებით ”.

ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ლილის სტუდენტები უნივერსიტეტების გახსნას ითხოვენ, ისინი აცხადებენ,  რომ მათ აქვთ პასუხისმგებლობა და დაიცავენ დაწესებულ რეგულაციებს.

ჯოფრი პერონი- სტუდენტი:

“ჩვენი მიზანია მოგვისმინონ  და გახსნან სასწავლო დაწესებულებები. ეს ძალიან სასწრაფოა, რასაკვირველია, უნდა იყოს მკაცრი რეგულაციბი. ჩვენ არ ვაპირებთ, უარი ვთქვათ მოთხოვნებზე, ვითხოვთ, რომ ყველაფერი ისე იყოს, როგორც ეს პანდემიამდე იყო და ლექციებიც ისევ ისე ჩატარდეს, რა თქმა უნდა, წესების დაცვით. ჩვენ გვჭირდება გეგმა, მკაფიო გეგმა. ”

 

უახლესი

სხვა ამბები

00:02:21

EMMY AWARDS 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend