მთავარისაქართველო„ეს ნაგვის ურნები არა, მცენარეების ქოთნებია“ - სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს სკამების...

„ეს ნაგვის ურნები არა, მცენარეების ქოთნებია“ – სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს სკამების მეპატრონე ეხმაურება

Facebook-ზე თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე გადაღებული ფოტოები გავრცელდა, რომელზეც ჩანდა, რომ სკამებში ჩაყრილი იყო ნარჩენები. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის მერიამ სკამებში „ნაგვის ურნები ჩაამონტაჟა“.

მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს სულაც არ არის სანაგვე ყუთი. სოციალურ ქსელში, რესტორნის მეპატრონემ ლადო პიტავამ გამოაქვეყნა სკამების ახალი ფოტოები, რომელზეც ჩანს რომ სკამების ქოთნები გათვალისწინებული იყო მცენარეებისთვის.

„საქმე იმაშია, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრის ოჯახური ტრაგედიის გამო, ქოთნებში მცენარეების ჩარგვა ვერ მოვასწარით და ამ დღეებში ვაპირებდით მუშაობის გაგრძელებას, მაგრამ თბილისში ხომ განსაკუთრებული სისხარტით ამოვავსებთ ხოლმე ყველა ღრიჭოს, ორმოსა თუ ჩაღრმავებას და სანამ მცენარეები დავრგეთ, ჩვენი ქოთნებიც საყოფაცხოვრებო ნაგვით დაგვხვდა სავსე“,  – წერს ლადო პიტავა.

რესტორნის მეპატრონე „ევრონიუს ჯორჯიასთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ ნაგვის ურნად გადაქცეული  ქოთნები უკვე მოაწესრიგეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend