მთავარიმსოფლიოსიცოცხლის ხანგრძლივობისა და შობადობის სტატისტიკა საფრანგეთში

სიცოცხლის ხანგრძლივობისა და შობადობის სტატისტიკა საფრანგეთში

2020 წელს, ოფიციალური მონაცემებით, საფრანგეთში სიცოცხლის ხანგრძლივობა პანდემიის გამო შემცირდა.

 საფრანგეთის ეროვნული სტატისტიკის სააგენტოს დემოგრაფიული ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს მამაკაცების  სიცოცხლის ხანგრძლივობა 6 თვით შემცირდა, ქალებისა კი – 5 თვით.

საფრანგეთში მამაკაცის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 79 წელია, ხოლო ქალებისა – 85 წელი.

სტატისტიკის სააგენტოს მონაცემებით, გასულ წელს უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე 2015 წელს გრიპის ეპიდემიის დროს.

2020 წელს გარდაცვლილთა რაოდენობა 7.3 პროცენტით გაიზარდა. გასულ წელს საფრანგეთში სულ 658 000 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან 70 000-ზე მეტი კორონავირუსით დაიღუპა. ეს კი, ევროკავშირის მასშტაბით, იტალიის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

2020 წელს საფრანგეთის მოსახლეობა 0.3 პროცენტით მაინც გაიზარდა. თუმცა ეს მაჩვენებელი, გასულ წლებთან შედარებით, პანდემიის გამო შემცირებულია.

მონაცემების მიხედვით, 2020 წელს საფრანგეთში, 2019 წელთან შედარებით, 1.8 პროცენტით ნაკლები ბავშვი დაიბადა. უკვე მეექვსე წელია, რაც შობადობის რაოდენობა იკლებს.

მიუხედავად ამისა, საფრანგეთში ერთი ქალი საშუალოდ 2 ბავშვს აჩენს, რაც ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

პანდემიის კიდევ ერთი უარყოფითი შედეგი ის არის, რომ ნაკლები ადამიანი ქორწინდება. 2019 წელთან შედარებით, დაქორწინებულთა რაოდენობა 34 პროცენტით შემცირდა.

 

თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend