მთავარიმსოფლიოჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე რამდენიმე საათი დარჩა

ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე რამდენიმე საათი დარჩა

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე რამდენიმე საათი დარჩა. ცერემონია თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. გუშინ, ინაუგურაციის წინა დღეს ჯო ბაიდენი ვაშინგტონში ლინკონის მემორიალს ეწვია და კორონავირუსით გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო. ვაშინგტონში გამგზავრებამდე კი ამერიკის არჩეული პრეზიდენტი ემოციურად გამოეთხოვა მშობლიურ შტატ დელავერს.

ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე, ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ვაშინგტონში ლინკოლნის მემორიალს ეწვია და ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო. ამერიკაში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა უკვე 400 000 გადააჭარბა.

,,იმისათვის, რომ ჭრილობები მოვიშუშოთ, საჭიროა, მოვიგონოთ ვირუსისგან გარდაცვლილი ხალხი. რა თქმა უნდა, ეს ხანდახან ძალიან რთულია, მაგრამ აუცილებელია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მთელმა ერმა ერთად გავაკეთოთ. ამიტომ ვართ დღეს აქ შეკრებილი. მოდით, ამ მზის ჩასვლის ჟამს ეს წყვდიადი სინათლით გავანათოთ  და მოვიგონოთ ყველა ის ადამიანი, რომლებიც დავკარგეთ’’, – ასე მიმართა ჯო ბაიდენმა დამსწრე საზოგადოებას.

ვაშინგტონში გამგზავრებამდე კი ამერიკის არჩეული პრეზიდენტი ემოციურად გამოეთხოვა მშობლიურ შტატ დელავერს. ცერემონია ეროვნული გვარდიის სარეზერვო ცენტრში გაიმართა. ამ ცენტრს სახელი ჯო ბაიდენის გარდაცვლილი ვაჟის პატივსაცემად დაარქვეს.

პრეზიდენტობის პირველივე დღიდან ბაიდენი  მრავალი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას გეგმავს. მათ შორის იქნება  პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილების შეცვლა, აშშ-ში ჩამოსული სტუმრებისთვის მოგზაურობის აკრძალვის მოხსნა, რომელიც ძირითადად მუსულმანურ ქვეყნებს ეხებოდა. გარდა ამისა, ბაიდენი პანდემიასთან დაკავშირებით შემუშავებული შეღავათების გაავრცელებას სახლიდან გამოსახლებასა და სტუდენტურ სესხებზეც აპირებს.

 

 

უახლესი

სხვა ამბები

00:06:43

მოსადი

spot_imgspot_img
Send this to a friend