მთავარიბიზნესიპანდემიის მიუხედავად 2020 წელს ჩინეთის ეკონომიკა 2.3 პროცენტით გაიზარდა

პანდემიის მიუხედავად 2020 წელს ჩინეთის ეკონომიკა 2.3 პროცენტით გაიზარდა

მსოფლიოში სიდიდით  მეორე ეკონომიკა, ჩინეთი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, გასულ წელსაც გაიზრდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩინეთს  დაძაბული ურთიერთობა ე.წ. “სავაჭრო ომი” აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. 

2020 წელს ჩინეთის ეკონომიკის ზრდა ბოლო ორმოცი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი გამოდგა. მიუხედავად ამისა, იგი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომლის ეკონომიკამაც გასულ წელს გაიზარდა.

წლის მესამე კვარტალში ჩინეთის ეკონომიკის ზრდამ 4.9% შეადგინა, ხოლო  ბოლო სამ თვეში  – 6.5%. საერთო ჯამში, 2020 წელს  ეს მაჩვენებელი  2.3% იყო.

“თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩინეთის ეკონომიკა გააგრძელებს ზრდას. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნისათვის კორონავირუსის პანდემია დიდი დარტყმა იყო, ჩვენ მოვახერხეთ და დავამარცხეთ პანდემია. გრძელვადიანი პოზიტიური პერსპექტივები ჩვენი ეკონომიკისთვის უცვლელი რჩება და ამას ყველას დავანახებთ,” – განაცხადა ჩინეთი სტატისტიკის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელმა ნინგ ჯიზიმ.

აზიის ეკონომიკის მამოძრავებელი ღერძი ექსპორტია. ჩინეთი კი რეგიონში კვლავ ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნად რჩება.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend