მთავარიკუბიროგორ უნდა წარიმართოს ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია

როგორ უნდა წარიმართოს ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია

2020 წელს კორონავირუსის პანდემიამ დეზინფორმაციის მასობრივი ტალღაც წარმოშვა. ამ ტალღას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ “ინფოდემია” უწოდა. ევროკომისია კი აცხადებს, რომ შეთქმულების თეორიები ნერგავს უნდობლობას მეცნიერული და სამედიცინო ცნობების მიმართ და ამას, შესაძლოა, სერიოზული შედეგები მოჰყვეს.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ საქართველოში კორონავირუსის ვაქცინა, სავარაუდოდ, 2021 წლის პირველ კვარტალში შემოვა.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ზაფხულში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კორონავირუსის ვაქცინის ხელმისაწვდომობის შემთხვევაში მის გაკეთებაზე 46% ამბობდა უარს. მარკეტინგისა და სტრატეგიული კომუნიკაციის სპეციალისტის, თორნიკე გურულის თქმით, აქტიური კომუნიკაცია ახლა ყველაზე მეტად არის საჭირო, რადგან საზოგადოების დიდ ნაწილსა და დარგობრივ წრეებშიც კი ვაქცინაციასთან დაკავშირებით ბევრი განსხვავებული აზრია.

თორნიკე გურული აცხადებს, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ტელევიზიას ექნება, რადგან მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ინფორმაციას სწორედ ამ გზით იღებს. ის ასევე ხაზს უსვამს, რომ ვაქცინაციის პროცესში, შესაძლოა, ბევრი გაუთვალისწინებელი რამ მოხდეს, ეს ყველაფერი კი აუცილებლად გამოიწვევს კრიზისს. ამასთან საბრძოლველად კი ანტიკრიზისული კომუნიკაციის გეგმის შემუშავებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend