ევროპის სკოლებში მეორე სასწავლო სემესტრი დაიწყო. მოსწავლეები სასკლასო ოთახებს უბრუნდებიან, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით. პოლონეთში სკოლებში მხოლოდ დაწყებითი კლასის მოსაწვლეები დაბრუნდებიან. რუსეთში მოსაწავლეებს შესვენება სხვადასხვა დროს ექნებათ. იტალიაში კი, სოციალური დისტანციის პირობების გათვალისწინებით, მოსწავლეების მხოლოდ ნახევარი შეძლებს საკლასო ოთახებში დაბრუნებას.
პანდემიის მიუხედავად, ბავშვები ჩვეულ რეჟიმს უბრუნდებიან და სკოლაში მიდიან. პოლონეთის დაწყებით კლასის მოსწავლეები ორი თვის შემდეგ პირველად საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ. თუმცა ეს ყველას არ უხარია. ექსპერტები საუბრობენ იმ მძიმე ფსიქოლოგიურ შედეგებზე, რომლებიც, ბავშვებს, შესაძლოა, სახლში გამოკეტვის შედეგად გაუჩნდეთ.
მოსკოვში, ოქტომბრის შემდეგმ, მოსწავლეები საკლასო ოთახებში დაბრუნდნენ. ტარდება უსაფრთხოების ზომები, რომ ვირუსის გავრცელება შეძლებისდაგვარად შემცირდეს. ბავშვებს გაუკონტორლებენ სხეულის ტემპერატურას, შესვენებების დროს კი სოციალურ დისტანციას.
თითქმის 10-თვიანი დისტანციური სწავლების შემდეგ, სკოლები გაიხსნა იტალიაშიც. თუმცა ყველა ვერ უბრუნდება საკლასო ოთახს. საკლასო ოთახებში სოციალური დისტანცია რომ იყოს დაცული, თითო კლასში მოსაწავლეების გარკვეულ ნაწილს შეეძლება სკოლაში მისვლა.
ბევრი მსოწავლე პროტესტის ნიშნად სკოლაში არ წასულა. მოსწავლეებს სურთ, რომ საკლასო ოთახებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში უსაფრთხოების ზომები უფრო მკაცრად იყოს დაცული.