მთავარიCOVID-19დიდ ბრიტანეთში მასობრივი ვაქცინაცია საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს

დიდ ბრიტანეთში მასობრივი ვაქცინაცია საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ  95 მილიონს გადააჭარბა. გასულ კვირას ვირუსით გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დიდ ბრიტანეთში გამოვლინდა. გაერთიანებულ სამეფოსა და სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამი სწრაფად ვრცელდება ბელგიასა და შვეიცარიაში. გერმანიაში კი უსაფრთხოების დამატებითი ზომები შეიმუშავეს. ახალი გადაწყვეტილებით, მაღაზიებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში სავადებულო გახდა რესპირატორული ნიღბის ტარება, რომელიც ვირუსისგან გაცილებით ეფექტიანად იცავს.

დიდ ბრიტანეთში ინგლისის ჩრდილო – დასაველთით მდებარე საკათედრო ტაძარს მასობრივი ვაქცინაციის ცენტრად იყენებენ. გასული კვირის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მსოფლიოში ყველაზე მაღალი იყო, რაც პროპორციულად ერთ მილიონ ადამიანზე 16 500 შეადგენს.

დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამი სხვა ქვეყნებშიც სწრაფად ვრცელდება, მათ შორისაა ბელგიაც, სადაც ვირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 678 839 შეადგენს.

შეშფოთებას იწვევს სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი სახეობაც. ეს ვირუსი ახლა შვეიცარიაში გამოჩნდა. ხელისუფლებამ მაღალმთიან სათხილამურო კურორტ სან-მორიცზე საკარანტინე სივრცე მოაწყო, სადაც ყველა მცხოვრები უნდა შემოწმდეს. დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილ შტამთან შედარებით, სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი შტამი უფრო გადამდებია.

გერმანიაში კი უსაფრთხოების დამატებითი ზომები შეიმუშავეს. მაღაზიებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში სავალდებულო გახდა რესპირატორული ( FFP2) ნიღბის ტარება, რომელიც უფრო მეტად იცავს ადამიანს ვირუსისგან. მიუნხენის რკინიგზის სადგურის ბევრი მგზავრი ახალ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს, თუმცა ზოგიერთის აზრით, ყველას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მაღალი ხარისხის სამედიცინო პირბადე შეიძინოს.

ჩინეთში კოვიდ-19-ის პირველი შემთხვევის დადასტურების შემდეგ ერთ წელზე მეტი გავიდა. 19 იანვარს დამოუკიდებელმა ექპერტმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ჯანმოსა და პეკინს შეეძლოთ უფრო სწრაფად მოქმედება. დასკვნა განმარტავს, რომ ჯანმოს პირბადის ტარების რეკომენდაცია  უფრო ადრე უნდა გაეცა და ეს საკითხი არ უნდა გაჭიანურებულიყო.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend