დასავლეთი რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის დაკავებას გმობს და კრემლს მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
მკურნალობის შემდეგ გერმანიიდან სამშობლოში დაბრუნებული რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი შერემტიევოს აეროპროტშივე აიყავნეს. ნავალნი ბერლინის კლინიკაში გასული წლის აგვისტოდან მკურნალობდა, სადაც დადგინდა, რომ ნავალნი რუსეთში ნერვული აგენტით მოწამლეს.
რუსი ოპოზიციონერის დაპატირმება მკაცრად დაგმო ვაშინგტონმა.
„შეერთებული შტატები მკაცრად გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას ალექსეი ნავალნის დაკავებასთან დაკავშირებით,” – ნათქვმია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებაში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თვლის, რომ ნავალნის დაკავებით კრემლი კრიტიკულად განწყობილი ხალხის გაჩუმებას ცდილობს, რადგან თავდაჯერებულ პოლიტიკური ლიდერები კონკურენტებს უსამართლოდ არ აკავებენ. პომპეოს მოსაზრებით, რუსი ხალხი ისევე როგორც ყველა სხვა ერი, იმსახურებს ისეთ მთავრობას, რომელიც დამოუკიდებელ სასამართლოსა და გამოხატვის თავისუფლებას უჭერს მხარს.
“თავდაჯერებულ პოლიტიკურ ლიდერებს არ ეშინიათ კონკურენტული ხმის, არ ახორციელებენ ძალადობას და არც უსამართლოდ აკავებენ პოლიტიკურ ოპონენტებს. რუსი ხალხი, ისევე როგორც ყველა, იმსახურებს მთავრობას, რომელიც მხარს უჭერს იდეების ასპარეზს, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულ მმართველობას, დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას და სიტყვისა და შეკრების ადამიანის ძირითადი უფლებების გამოყენებას სამაგიეროს მიზღვევას შიშის გარეშე,“- ნათქვმია პომპეოს ოფიციალურ განცხადებაში.
აშშ-ის სახლემწიფო მდივანი კრემლს ნავალნის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
„ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, უზრუნველყოს თანაბარი პირობები ყველა პოლიტიკური პარტიისა და კანდიდატისთვის, რომელიც ცდილობს კონკურენციის გაწევას საარჩევნო პროცესში. ალექსეი ნავალნი პრობლემა არ არის. ჩვენ ვითხოვთ მის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას“, – ვკითხულობთ პომპეოს განცხადებაში.
ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს საფრანგეთიც.
„საფრანგეთი შეშფოთებულია ალექსეი ნავალნის რუსეთში დაკავების ფაქტით. ევროპელ პარტნიორებთან ერთად, იგი მაქსიმალურად ფხიზლად ადევნებს თვალყურს სიტუაციას და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს,” -აღნიშნულია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის აგნეს ფონ დერ მუჰლის განცხადებაში.
ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ნავალნის დაკავება ერთობლივი განცხადებით დაგმეს და ევროკავშირს სწრაფი მოქმედებისკენ მოუწოდეს.
„რუსეთის ხელისუფლების მიერ ალექსეი ნავალნის დაკავება სრულიად მიუღებელია. ჩვენ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ. ევროკავშირმა სწრაფად უნდა იმოქმედოს და თუკი მას არ გაათავისუფლებენ, საჭიროა, ამ აღმაშფოთებელი აქტის საპასუხოდ შემზღუდავი ზომების დაწესება განვიხილოთ,” – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოაქვეყნა.