მთავარიCOVID-19ევროპაში კოვიდს საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი მოქალაქეების რაოდენობა იზრდება

ევროპაში კოვიდს საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი მოქალაქეების რაოდენობა იზრდება

 

ინგლისში მასობრივი ვაქცინაციის 50 ცენტრის გახსნა იგეგმება.  აქედან 10 უკვე გახსნილია. ესპანეთში სადაც “მოდერნას” ვაქცინასაც იყენებენ, ზაფხულამდე მოსახლების 70% უნდა აიცრას. იტალიაში კი, სადაც ექიმების და ექთნების ვაქცინაცია პრიორიტეტია, უკვე  მილიონზე მეტი მოქალაქე აცრეს.

საფრანგეთში იზრდება ვაქცინის მიღების მსურველთა რაოდენობა და იმედოვნებენ, რომ თვის ბოლომდე ერთი  მილიონი ადამიანი აიცრება. ახლა ვაქცინის მიღება 75 წელს გადაცილებულებსა  და მაღალი რისკის ჯგუფში მყოფ პირებს შეეძლებათ. ვაქცინაციის დაჩქარება  მას შემდეგ გადაწყდა, რაც საფრანგეთის მთავრობა ვაცქინაციის ნელი ტემპის გამო გააკრიტიკეს. დღეის მდგომარეობით, მხოლოდ 250 000 ადამიანია აცრილი. ახლა კი 6 მილიონი ადამიანი შეძლებს ვაქცინის მიღებას.

იტალიაში უკვე აცრილია ერთი მილიონი ადამიანი და „ფაიზერისა“ და „ბიოენტექის“ ვაქცინის შემდგომი დოზების განაწილებას იწყებენ. იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველ რიგში, ექიმები და ექთნები აიცრებიან.

ესპანეთში 85 წლის ლეოკადია პენიამ, რომელიც მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს,  ვაქცინის მეორე დოზა მიიღო. ესპანეთის მთავრობა „მოდერნას“ ვაქცინის გამოყენებასაც აპირებს, რათა ზაფხულამდე  მოსახლეობის 70% იყოს აცრილი.

კოვიდვაქცინის გვერდითი ეფექტების შიშით ბევრი ადამიანი უარს ამბობს ვაქცინის მიღებაზე.  უკურნებელი დაავადების მქონე ხანდაზმულებში სივდილიანობის მაჩვენებლის გამო, ნორვეგიის მთავრობამ კოვიდვაქცინის მიმღებ პირთა შესახებ რეკომენადაციაში შესწორება შეიტანა. ნორვეგიის მედიკამენტთა სააგენტოს დირექტორის, შტაინერ მადსენის  განცხადებით, ხალხს არ უნდა შეეშინდეს ვაქცინის მიღება.

ინგლისში მასობრივი ვაქცინაციის 50 ცენტრის მოწყობა იგეგმება.  მიმდინარეობს ლონდონის ქუჩებისა და ბლეკბერნის კათედრალის ვაქცინაციის ცენტრებად მოწყობა. ინგლისის მასშტაბით უკვე გახსნილია მასობრივი ვაქცინაციის 10 ცენტრი. სტატისტიკის მიხედვით, პროგრამის ტემპის მომატების მიუხედავად,  საავდმყოფოში ყოველ 30 წამში კოვიდინფექციით ერთი ადამიანი ხვდება.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend