მთავარისპორტიმსოფლიოს თასი ბაკურიანში

მსოფლიოს თასი ბაკურიანში

2021 წლის თებერვალში ბაკურიანი სკი-კროსის მსოფლიო თასის ერთ-ერთ ეტაპს უმასპინძლებს.

2023 წელს ბაკურიანში სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება.  ასე რომ, ეს ეტაპი საქართველოსთვის 2023 წლის მოსამზადებელი პერიოდია.

ფრისტაილის ჩემპიონატს 14 ქვეყანა უმასპინძლებს. მათ შორის არის საქართველოც.

ჩემპიონატი პანდემიის პერიოდს დაემთხვა და ამიტომ იგი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მიერ შემუშავებული კოვიდ 19-ის პროტოკოლის, რეგულაციებისა და წესების დაცვით ჩატარდება.

მსოფლიო თასზე ასპარეზობისას, შერეული ნაკრების გუნდურ შეჯიბრებას ბაკურიანი პირველად უმასპინძლებს. როგორც კლასიკურ სკი-კროსში, ისე შერეული ნაკრების შეჯიბრშიც ერთ ტრასაზე ერთდროულად 4 სპორტსმენი დაეშვება. თითო ქვეყნის ნაკრებიდან გუნდში 2 ქალი და 2 ვაჟი იქნება.

სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება საქართველომ 2018 წელს მოიპოვა და მაშინვე  დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები.

2021 ზამთრის სეზონს ბაკურიანი 3 ახალი საბაგიროთი და ახალი ტრასებით შეხვდა.

სკი-კროსის მსოფლიო თასის ეტაპის ჩასატარებლად ბაკურიანში მიწის სამუშაოებით  1300 მეტრი სიგრძის საშეჯიბრო ტრასა მომზადდა.

სკი-კროსის მსოფლიო ჩემპიონატს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პარტნიორი კომპანია „ინფრონტი“ გააშუქებს. 12 იანვარს „ინფრონტის“ წარმომადგენლები ბაკურიანს ეწვივნენ, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის წევრებს შეხვნენ და საშეჯიბრო ტრასა დაათვალიერეს.

სათხილამურო ფრისტაილის დისციპლინის შეჯიბრი – სკი-კროსი, ბაკურიანში 5, 6 და 7 თებერვალს გაიმართება.

ავტორი: გიორგი სანაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend