მთავარიCOVID-19ინგლისში მაღალი რისკის მქონე მოქალაქეებს აფთიაქებში ცრიან

ინგლისში მაღალი რისკის მქონე მოქალაქეებს აფთიაქებში ცრიან

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 93 მილიონს გადააჭარბა. ევროპის ქვეყნების ლიდერები იმედს ვვაქცინაციის პროცესზე ამყარებენ. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, ჟან კასტექსის განცხადებით, იანვრის ბოლოსთვის საფრანგეთში მილიონზე მეტი ადამიანი აიცრება. თებერვლის შუა რიცხვებისათვის დიდი ბრიტანეთიც გეგმავს 15 მილიონამდე ადამიანის ვაქცინაციას. ყველაზე მაღალი რისკის მქონე მოქალაქეების ვაქცინაციის პროცესი ინგლისის აფთიაქებში  მიმდინარეობს.

საფრანგეთის ხელისუფლებამ ვაქცინაციის სტრატეგია განაახლა. ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად, საფრანგეთშიც პირველ ეტაპზე ვაქცინაცია   რისკჯგუფში შემავალ მოქალაქეებს ჩაუტარდებათ.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი კმაყოფილია ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის ტემპით და აცხადებს, რომ იანვრის ბოლოსთვის საფრანგეთში მილიონზე მეტი ადამიანი აიცრება. 

,,იანვრის ბოლოსთვის ჩვენ უკვე გვეყოლება ერთ მილიონზე მეტი აცრილი მოქალაქე, რაც  ჩვენი თავდაპირველი მიზანი იყო. ეს შედეგები განპირობებულია არა მარტო იმით, რომ უფრო მეტი ვაქცინა მივიღეთ, არამედ იმითაც, რომ ერთი კვირით გადავავადეთ ვაქცინის მეორე დოზის მიღება.  ამასთანავე, მიღებული ვაქცინების ადმინისტრირებისას  გაცილებით მცირე ზარალი მივიღეთ, ვიდრე თავიდან ვვარაუდობდით,’’ – აცხადებს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი, ჟან კასტექსი.”

საფრანგეთის მსგავსად, დიდი ბრიტანეთიც გეგმავს  თებერვლის შუა რიცხვებისათვის 15 მილიონამდე მაღალი რისკის მქონე მოქალაქის აცრას. ამ მიზნის მისაღწევად, ინგლისის აფთიაქებში ხუთშაბათიდან უკვე დაიწყო ამ ჯგუფში შემავალი  მოქალაქეების ვაქცინაცია.

ვაქცინაციის გეგმებთან დაკავშირებით, მდიდარი ქვეყნები ოპტიმისტურად არიან განწყობილი.

თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია  ამ ოპტიმიზმს არ იზიარებს და  წევრ ქვეყნებს აფრთხილებს, რომ ზუსტად განსაზღვრონ, რამდენად  საკმარისია მათი ვაქცინის მარაგი.

,,ამ დროისათვის მსოფლიოში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესში გამოყენებული 23.5 მილიონი დოზიდან 95% 10 ქვეყანაზე მოდის. ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ რომელიმე ქვეყანა ან საზოგადოება  უყურადღებოდ დავტოვოთ,’”- განაცხადა ჯანმოს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ.

ევროპის მოსახლეობის დაახლოებით 1%-მა უკვე მიიღო ვაქცინის სულ მცირე 1 დოზა, რაც  იმას ნიშნავს, რომ  ე.წ. ჯოგური იმუნიტეტის ჩამოყალიბებას რამდენიმე თვე დასჭირდება. ამიტომ იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც ჯერ კიდევ არ მიუღიათ ვაქცინა, 2021 წელი, სავარაუდოდ, ისეთივე რთული იქნება, როგორიც 2020 წელი იყო.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend