მთავარი COVID-19 პანდემიამ ნარკოვაჭრობის სქემა შეცვალა

პანდემიამ ნარკოვაჭრობის სქემა შეცვალა

კორონავირუსის პანდემიამ გავლენა პრაქტიკულად ყველა სფეროზე მოახდინა.  შეიცვალა საქმის წარმოების მიდგომა და წესები. ცვლილება ნარკოტიკებით ვაჭრობის სქემასაც შეეხო. 

ევროპის ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრი და ევროპოლი ევროკავშირს აფრთხილებს, რომ  პანდემიამ, შესაძლოა, გავლენა  ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობაზეც იქონიოს. დროებით მოშლილია მომარაგების ტრადიციული ქსელები. ამიტომ მომხმარებელი ინტერნეტით ე. წ. „დარქნეტის“  საშუალებით ყიდულობს ნარკოტიკებს. გახშირდა სახლში მიტანის სერვისიც.

ევროპის ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ახლა პირისპირ გარიგებებს აღარ აწარმოებენ და  ნარკოტიკებს წინასწარ დათქმულ ადგილზე ტოვებენ. ამ ტენდენციას აკვირდებოდა ევა, ყოფილი ნარკომომახმარებელი, რომელიც პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ცხოვრობს. მისი განცხადებით, ერთადერთი, რაც პანდემიის შემდეგ შეიცვალა,  ის არის, რომ ნარკომოვაჭრები მომხმარებლებს აღარ ხვდებიან და ნარკოტიკის დატოვება შეთანხმებულ დროსა და ადგილზე ხდება. ყველაფერი კი ტელეფონით გვარდება. ნარკოტიკი, შესაძლოა დატოვონ აგურის ქვეშ, რომელიმე კედლის ხვრელში ან სხვა შეუმჩნეველ  ადგილზე.

პანდემიას დამანგრეველი ეფექტი აქვს შრომის ბაზარზე. ეს  იმედს უცრუებს ისეთი ადამიანებს, როგორიც ვოიჩეკია –  იგი ნასამართლევი ყოფილი ნარკომოვაჭრეა. ვოიჩეკი ამბობს, რომ მისთვის 3000 ზლოტი უმნიშვნელო თანხაა, რომელსაც ერთ-ორ დღეში ხარჯავს, მაშინ როცა სხვა ადამიანმა ამ ფულით სეიძლება თავი ერთი თვე გაიტანოს. ვოიჩეკი თავს საწყობების ძარცვით ირჩენს.  მისი აზრით, პანდემიის გამო, ქურდობა უფრო მარტივია, ვიდრე პატიოსნად ცხოვრება.

ევროპის ნარკოტიკებისა და  ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრსა და ევროპოლს მიაჩნიათ, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები აუცილებლად ეცდებიან იმ ზარალის ანაზღაურებას, რომელიც პანდემიის დროს მიიღეს.

პანდემიამ აწ უკვე კანონმორჩილი, ყოფილი ნარკომომხმარებლების ცხოვრება გაართულა. მოიმატა კრიმინალმა და  ისინი ისევ ნარკომომხმარებელთა ჩაკეტილ წრეში აღმოჩნდნენ.

უახლესი

სხვა ამბები